January, 2009 თვის არქივი

Stanford Engineering Everywhere - სტენფორდის ლექციები

Friday, January 30th, 2009

სტენფორდი ღიად ავრცელებს მის პოპულარულ ლექციებს - საჭიროა მხოლოდ კომპიუტერი და ინტერნეტი. უფასოა ვიდეო, აუდიო, ტექსტური მასალები.. ხელმისაწვდომია საკითხავი წიგნების სიები, დავალებები, ტესტები.. 

 

ამ დროისთვის გამოქვეყნებულია სამ კურსიანი ”შესავალი კომპიუტერულ მეცნიერებაში”, რომელიც სტენფორდის სტუდენტების უმრავლესობას აქვს არჩეული, და კიდევ შვიდი კურსი ხელოვნურ ინტელექტსა და ელექტრულ ინჟინერიაში:

 

Introduction to Computer Science

Programming Methodology (CS106A)

Programming AbstractionsCS106B

Programming ParadigmsCS107

 

Artificial Intelligence

Introduction to RoboticsCS223A

Natural Language ProcessingCS224N

Machine LearningCS229

 

Linear Systems and Optimization

The Fourier Transform and its ApplicationsEE261

Introduction to Linear Dynamical SystemsEE263

Convex Optimization IEE364A

Convex Optimization IIEE364B

 

Update: 

Jibla Says: 

ასევე, http://freevideolectures.com/
ძალიან კარგი წყაროა 
:) MIT-ის და ბერკლის უნივერსიტეტების ლექციების ვიდეოჩანაწერების საკმაოდ მოზრდილი არქივია ფიზიკაში, ქიმიაში, ინფორმატიკაში, ბიოლოგიაში და ა.შ.

:)

Freelancer

Friday, January 30th, 2009

Update: ახლა ვნახე ნაცნობ ბლოგზე პოსტები ფრილანსერებზე. უფრო დაწვრილებით ამ თემაზე შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე http://www.rachvela.com/search/label/ფრილანსინგი 

ამ სიტყვას ქართული განმარტება ვერ მივუსადაგე. ვიკიპედიის მიხედვით ეს არის ადამიანი, რომელიც პროფესიულ მოღვაწეობას ეწევა, მაგრამ ამასთან გრძელვადიან ვალდებულებას არ იღებს დამსაქმებლისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ის შტატში არ არის. უბრალოდ სხვადასხვა კომპანიისგან ან კერძო პირისგან იღებს მოკლე ვადიან დავალებებს.

ფრილანსერს ისეთი მიმზიდველი პირობები აქვს, რომ გადაწყვეტილი მქონდა მეც ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი. რაღაც პერიოდის შემდეგ კი მკვეთრად უარყოფითად შემეცვალა წარმოდგენა. ამ პოსტში მინდა მისი პლიუსები და მინუსები შევაჯამო (რა თქმა უნდა, ჩემი აზრით პლიუსები და მინუსები :) )

დადებითი მხრიდან დავიწყებ :)

1. თავისუფლება დროსა და ადგილში.

ეს ალბათ ყველაზე პრიორიტეტული თვისებაა. თავისუფლება დროსა და ადგილში. შეიძლება დილით იმუშაო, შეიძლება საღამოს. შეიძლება დასვენების დღეები მოიწყო ნებისმიერ დროს. მთავარია ბოლოს დროულად ჩააბარო დავალება. შეიძლება სახლში იყო მოკალათებული მაგიდასთან, შეიძლება მწვანე პარკში..  შეიძლება ”პიჟამოებში” დივანზე :)))) . არ გაკონტროლებენ. შენ უკეთ იცი, დღის რა პერიოდშია ნაყოფიერი შენი მუშაობა. უკეთ იცი, როგორ ხასიათზე ყოფნისას ასრულებ ათჯერ მეტს.. თუ ბავშვები გყავს, მუშაობის ეს ფორმა ყველაზე მეტად მოსახერხებელია. რაც მთავარია თავისუფალი ხარ.

 

2. არჩევანის თავისუფლება

ფრილანსერი თავად წყვეტს რა ტიპის სამუშაო აიღოს. თავად ირჩევს მიმართულებას და ცვლის ნებისმიერ დროს. თავად იღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს თუ არა მუშაობა ამა თუ იმ პროექტზე.

 

3. კოლექტივი

არ აქვს მნიშვნელობა როგორ შეეწყობი შენს მორიგ კოლექტივს. უფრო სწორედ, კოლექტივთან შეიძლება საერთოდ არ მოგიწიოს ურთიერთობა. თუ არ მოგეწონება თანამშრომლობა კომპანიასთან, ეს მხოლოდ დროებითია. ცოტა ხანში შენ მასთან არანაირი ვალდებულება არ გექნება.

 

 

უარყოფითი მხარე:

1. დროის კონტროლი

მიუხედავად იმისა, რომ ფრილანსერობაში ყველაზე მეტად თავისუფლება მომწონს, საბოლოო ჯამში ის ყველაზე დიდ ნაკლოვან თვისებას იწვევს ჩემთვის. ეს დროის კონტროლია. იმისათვის, რომ დროულად შეასრულო დავალება, ჯერ უნდა დაგეგმო.. დროები გაწერო.. საჭირო რესურსები გათვალო.. კარგია, როცა შენი თავის მენეჯერი ხარ : )) მაგრამ ნებისყოფა გინდა, რომ მენეჯერის შეხსენების გარეშე მიყვე გეგმას.. როდესაც თავი გტკივა ან როდესაც სულ არ გინდა მუშაობა, მაშინ გეგმა მეორე პლანზე გადადის. სახვალიოდ შეგიძლია გადადო და რატომაც არ უნდა გადადო ? : )))) 

ის რომ განსაზღვრული საათები არ გაქვს მუშაობისთვის ერთ დიდ პრობლემას აჩენს. შენ სულ მუშაობ.. შეიძლება შესვენებებს აკეთებ, მაგრამ მთელი ცხოვრება მუშაობ. დილით იღვიძებ და კისერზე გაწევს რაღაც დაუსრულებელი. იმიტომ გაწევს, რომ ეხლაც შეგეძლო გაკეთება მაგრამ ჯერ არ აკეთებ. როდესაც ისვენებ, ისევ კისერზე გაწევს დაუმთავრებელი. 

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერს ვინიშნავდი, მაინც მეგონა რომ რაღაც მავიწყდებოდა. ყოველდღიური ცხოვრება და მუშაობა ერთმანეთში იყო აზელილი. ყოველ დღე, თუნდაც არდადეგებზე, დამყვებოდა გრძნობა, რომ რაღაც დამრჩა გასაკეთებელი. არადა არ უნდა იყოს ასე. 

ახლა, როდესაც სამსახურში ვარ, მაშინ ვფიქრობ სამსახურზე, მაშინ ვაკეთებ საქმეს. და როცა მოვდივარ, თავი მიცარიელდება ზედმეტი ფიქრისგან. ანუ მკაცრად არის განსაზღვრული საათები. წამოსვლისას დამშვიდებული ვარ, რომ შემიძლია არ ვიფიქრო მასზე. და ვიცხოვრო.

 

2. კონკურენცია

კონკურენციას წევენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით :)

 

2. არასტაბილურობა

ძალიან ძნელია საქმიანობაში სტაბილურობის შეძენა ფრილანსერისთვის. შეიძლება მან ყოველთვის ვერ ნახოს სამუშაო. თითქმის ყოველი ახალი საქმისთვის ხომ ახალი დამსაქმებელი სჭირდება.

 

3. ხალხთან ურთიერთობა

თუ ფრილანსერი მუდმივად სახლში მუშაობს, ის დროის დიდ ნაწილსაც სახლში ატარებს. ნაკლებად აქვს ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან.

სხვა ფაქტორებს ჯერჯერობით ვერ ვიხსენებ. როცა მოვიფიქრებ, შესაბამისად ჩავამატებ.

Regular Expressions

Tuesday, January 20th, 2009

ერთ-ერთი პატარა პრობლემა, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ დავკარგე დრო, რეგულარულ გამოსახულებებს ეხებოდა. კერძოდ კი, როგორც ჯავაში ვიყენებდი მათ, ისე მინდოდა დამეწერა php-ზე ფილტრისთვის.
არ იმუშავა. მაგალითისთვის მარტივი გამოსახულება ავიღოთ.
ვთქვათ, მინდა რომ სტრიქონი შეიცავდეს მხოლოდ ლათინურ ასოებს.
ჯავაში იქნებოდა ასე:

String regex="[a-zA-Z]+”;
Pattern pattern = Pattern.compile(regex);
Matcher matcher = pattern.matcher(”StringToMatch”);
System.out.println(matcher.matches());

იგივე გადავიტანე მეორე ენაზე.

$regex="/[a-zA-Z]/”;
echo preg_match($regex,’StringToMatch’);

მაგრამ ეს პატერნი ერგებოდა როგორც მაგალითად StringToMatch სტრიქონს, ისე asdf1234. asdf45fg67-საც.. და საერთოდ neb1$mier_texts.

საქმე იმაშია, რომ preg_match ფუნქცია აბრუნებს 1-ს იმ შემთხვევაშიც, თუ ერთხელ მაინც შეხვდა სადმე პატერნის შესაბამისი ტექსტი. თუ გვინდა რომ მთელს სტრიქონზე იმუშაოს, მაშინ უნდა ჩავამატოთ დასაწყისის (^) და დასასრულის ($) აღმნიშვნელი სიმბოლოები. ანუ გამოსახულებას უნდა ჰქონდეს სახე:
$regex="/^[a-zA-Z]$/”;

დოკუმენტაციის წაკითხვა უნდოდა დაკვირვებით… :blush2:

Tilt-shift ფოტოგრაფია

Wednesday, January 7th, 2009

 
არ ვიცი ამას როგორ ეძახიან ფოტოგრაფები ქართულად. ვიკიპედიას თუ დავუჯერებ, გადაღების ერთ-ერთი ტექნიკაა, რომლის მიხედვით კამერის ლინზის მოძრაობით ფოკუსი იცვლება და საკმაოდ უჩვეულო ფოტო მიიღება. გადაღებული ობიექტი მინიატურული ჩანს.

 

ფოკუსის ცვლილება უკვე გადაღებულ ფოტოზეც შეიძლება. მაგალითად Photoshop-ის ან მსგავსი რედაქტორის გამოყენებით :D მხოლოდ რამდენიმე მოქმედებაა საჭირო. ნაბიჯები შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ.

ფოტოს ორიგინალი, ანუ მანამ დავამახინჯებდი :D ამ ბმულზეა: werol

ამ ეფექტის გამოყენებით შექმნილი ბეევრი ფოტო

Flickr-ზე:

 

Smashingmagazine-ზე:

ობიექტების შედარება (Java)

Monday, January 5th, 2009

ვიცით, რომ ობიექტების შედარებისას არის რამდენიმე ვარიანტი:

== შედარების ოპერატორის საშუალებით ვადგენთ მიუთითებენ (refer) თუ არა მითითებები ერთსა და იმავე ობიექტზე;

equals() მეთოდი - ვადგენთ აზრობრივად არის ორი ობიექტი ერთმანეთის ტოლი თუ არა.

 

რა ხდება wrapper კლასების შემთხვევაში? თავიდან ცოტა უცნაურად მომეჩვენა…

ასეთი კითხვა:
 

Integer i1 = 1000;
Integer i2 = 1000; 

if (i1 != i2) System.out.println(”Different objects”);
if (i1.equals(i2)) System.out.println(”Meaningfully equal”);

 

კოდის გაშვების შედეგად ვიღებთ:
 

Different objects
Meaningfully equal 

რა შედეგი ექნება ამ კოდს?

Integer i1 = 10;
Integer i2 = 10;

if (i1 == i2) System.out.println(”Same objects”);
if (i1.equals(i2)) System.out.println(”Meaningfully equal”);

Ballade Pour Adeline

Thursday, January 1st, 2009

 

ფოტოს ავტორი: rHytHm123

ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიცია, რომელიც რაღაც არარეალურს მაგონებს.. :tender:
რიჩარდ კლეიდერმანის Ballade Pour Adeline.

mp3 ვერსია
კომპოზიციის ნოტები პიანინოსთვის