სტეგანოგრაფია

“When cryptography is outlawed,
bayl bhgynjf jvyy unir cevinpl.”

ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის დაცვას დღეს 🙂 მით უმეტეს როდესაც საქმე გვაქვს გლობალურ თუ ლოკალურ ქსელებთან. აქედან გამომდინარე არსებობს უამრავი მეთოდი ინფორმაციის უსაფრთხოდ მიმოცვლისთვის.

მაგალითად შეგვიძლია დავშიფროთ, მაგრამ დღეს კრიპტოგრაფიაზე არ მექნება საუბარი.
არა დაშიფვრაზე, არამედ მის დამალვაზე.

თუ ხელმისაწვდომია სიმბოლოების ასეთი მიმდევრობა:

ce794b2ffb7bccdc2f77586b5bf8cb9213d037a
cd4c87ffa833fe4dd578345a210e643683cffb1
3898b7099f8a145272515a77b11555f7f8391d

გასაგებია, რომ მისი გარდაქმნით შეგვიძლია ორიგინალი აღვადგინოთ როგორმე. უფრო დაცული იქნება მასში ჩადებული ინფორმაცია, თუ საერთოდ არ გვეცოდინება მისი არსებობის შესახებ.

როდესაც კრიპტოგრაფიის ამოცანაა ამოკითხვის შესაძლებლობა არ მისცეს მესამე პირს, სტეგანოგრაფია – ეს არის ინფორმაციის დამალვის მეცნიერება. მას ძველი ბერძნებიც წარმატებით იყენებდნენ (მაგალითად  შიკრიკს თავზე ტატუირებას უკეთებდნენ და აცლიდნენ თმის გაზრდას. დანიშნულების ადგილზე მისვლის დროს კი ისევ აჭრიდნენ თმას :))) და შეტყობინებას ნახულობდნენ)

ვიკიზე მოყვანილია ფოტო:

ამ ფოტოს თითოეული ფერის კომპონენტს (RGB) თუ მოვაცილებთ ყველა ბიტს ბოლო ორის გარდა და შემდეგ სიკაშკაშეს (brightness) გავზრდით 85-ჯერ, მივიღებთ სულ სხვა ფოტოს:

სხვადასხვა გზით ინფორმაცია შეგვიძლია დავმალოთ mp3, wav, jpg, bmp, gif, au … ფორმატის ფაილებში.

აი, თუნდაც .bmp.  24-ბიტიანი bitmap ფაილი ავიღოთ. 

სურათის თითოეული პიქსელის თითოეულ ფერი (R,G,B) ინახება 8 ბიტში. ანუ თუ ავირჩევთ ერთ ფერს – მაგალითად R წითელი, მისი 28 განსხვავებული ვარიანტი იარსებებს.  ამ ორს – 11111111 და 11111110 – შორის კი განსხვავება ისეთი მცირეა, რომ ადამიანის თვალი ვერ შეამჩნევს. ასე რომ თუ თითოეული პიქსელის წითელის ბიტების ბოლო ბიტში ჩვენს ინფორმაციას შევინახავთ, თვალით ცვლილების აღქმა თითქმის შეუძლებელი იქნება. რა თქმა უნდა მეორე მხარემ უნდა იცოდეს სადაა ინფორმაცია დამალული და როგორ.

 

ჯერ ვერ მოვაბი თავი, რომ პრაქტიკულად ჩავატარო ექსპერიმენტები, მაგრამ როდისმე მოვიცლი და შედეგებს დავწერ…

16 thoughts on “სტეგანოგრაფია

  • 19 მარტი, 2009 at 22:16
    Permalink

    ძაან საინტერესოა, სამურაი, მაგრამ მე რატომღაც ჩემი არაკომპიუტერული გონებისთვის ძნელად მისაწვდომად მეჩვენება :blush:

    Reply
  • 26 მარტი, 2009 at 00:34
    Permalink

    ძალიან საინტერესო პოსტია 🙂 ეგეთ დაშიფრვებში გარკვევას მხოლოდ ჭეშმარიტი სამურაები შეძლებენ :girl_haha:

    Reply
  • 27 მარტი, 2009 at 22:29
    Permalink

    ხო მარა დამალვის მუღამს ვერ მივხვდი :)) თუ წესი გვეცოდინება ხო უპრობლემოდ შევძლებ რო წაღმა-უკუღმა ვათამაშო ეგ სურათები? 😛

    Reply
  • 27 მარტი, 2009 at 22:40
    Permalink

    @Jibla 🙂
    კი, მაგრამ ვიღაცამ რა იცის, მე რომ შენ რაღაც ფოტოს გიგზავნი, იქ კიდევ რაღაცეები წერია შიგნით 🙂

    Reply
  • 28 მარტი, 2009 at 21:41
    Permalink

    საინტერესო პოსტია 🙂
    მე მაქვს ნანახი ერთი სურათი, ჟირაფები იყო სურათზე გამოსახული და შიგნით შექსპირის 5 ტრაგედია იყო ჩმალული.
    მაშინ მიუხედავად ახსნიასა მაინც ვერ გავიგე როგორ მოახერხეს ამის გაკეთება 🙂
    ახლა ცოტას კი ვხვდები, მაგრამ თავად მეეჭვება როდესმე შევძლო მსგავსი რამის გაკეთება.

    Reply
  • 29 მარტი, 2009 at 11:46
    Permalink

    @კატენი
    🙂 შეიძლება რომ პროგრამის დაწერას გვერდი აუარო. არსებობს გამზადებული სოფტი, რომელიც ამ მიზნისთვის გამოგადგება, მაგალითად

    Geek to Live: Hide data in files with easy steganography tools

    ან

    Free Steganography Tools: Hide data inside other data

    🙂

    Reply
  • 31 მარტი, 2009 at 00:20
    Permalink

    ისე, რეალურად რაში შეგვიძია ჩვენ უბრალოდ მოკვდავმა ადამიანებმა გამოვიყენოთ ინფორმაციის დაშიფვრის ეს მეთოდიკა?

    Reply
  • 31 მარტი, 2009 at 12:08
    Permalink

    @კატენი
    უბრალოდ მოკვდავებმა არ ვიცი რაში შეიძლება გამოვიყენოთ :)) რაც გვჭირდება (მეილი და მისნაირები) უკვე დაცულია რაღაც დონეზე. თუ კიდევ დაგვჭირდება ახალი რამე, ძალიან დიდი შანსია რომ იმისთვისაც იარსებებს დაცული სისტემა 🙂 ამას ალბათ უფრო საიდუმლო ორგანიზაციები გამოიყენებენ თუ გამოიყენებენ :)))
    ჩვენ მხოლოდ გასართობად 😛

    Reply
  • 01 აპრილი, 2009 at 00:07
    Permalink

    ჩემი აზრით კი ეg steganografia igive kriftografiaa. ubralod misi ert-erti varianti. egre kriptografiahic (vtqvat) shifrshi laparakia bicola qseniaze da shig dashifrulia sul sxva ragac. analogiuria eg situaciac.
    aqac unda ipovo metodi misi gashifrvis torem damaluli aqac araferia.

    ra maintereseb… gasashifrad rom chagivardes xelshi ubralod mteli anbani.. a-dan z-mde. aqedan xom yvelafers sheadgen ; ) ra unda qna am dros samurai? (xarakiri ar itvleba 😉 )

    Reply
  • 01 აპრილი, 2009 at 00:43
    Permalink

    @generic
    შიფრში არაფერზე არაა ლაპარაკი. დაშიფვრა ნიშნავს რაღაც ალგორითმით ტექსტის გარდაქმნას. შედეგი სიმბოლოების ადამიანისთვის გაურკვეველი მიმდევრობაა, რომლიდანაც ორიგინალს ვერ აღადგენ, თუ გასაღები არ გაქვს. ან შეიძლება არც იყო უკან აღდგენა შესაძლებელი.

    დამალული როგორ არაფერია. თუ მე დაქალთან ვგზავნი შვებულების ფოტოებს, ვის მოუვა აზრად, რომ იქ რამე შეიძლება იყოს? აქ იმაზეა ლაპარაკი თუ სად ეძებ.

    არ იცი ქურდის ამბავი? საბუთები რომ აქვს მოპარული. გამომძიებლები მიასწრებენ სახლში. მაგრამ დამალვას მოასწრებს. ისინი მთელ სახლს გადაატრიალებენ. თვითონ ამ საბუთებსაც კი მოკიდებენ ხელს, მაგრამ ბოლოს მაინც ვერ იპოვიან.

    საბუთები არსად არ იყო დამალული. უბრალოდ ჩარჩოში იყო ჩასმული და კედელზე ეკიდა. მის უკანაც კი ეძებდნენ, მაგრამ აზრად არ მოსვლიათ რომ კედელზე იქნებოდა გამოკრული.

    და ბოლო კითხვა ვერ გავიგე.

    Reply
  • 08 მაისი, 2009 at 15:11
    Permalink

    ჰეჰ :)) ძველი, ტკბილი დრო გამახსენდა…
    პირველად stepic-ს რომ გადავეყარე 😆 როგორ მიხაროდა ))))
    ნოსტალგია შემომაწვა 😀 ერთი უნდა გავიხსენო :)))

    Reply
  • 11 სექტემბერი, 2009 at 12:50
    Permalink

    kargi statiaa – mp3 ebis kodirebas da zogada musikis kodirebas rac Seexeba,arsebobs aseTi wesi: musikaSi deben specialuri algoriTmit surats jpg an nebismieri(esaa xshir shemTxvevaSi furies mckrivebze dafuzvnebuli algiriTmi) ise rom musikas roca usmen musikas aranairi ase vtqvat “pomexi” ar aqvs.

    Reply
  • 21 ოქტომბერი, 2009 at 11:08
    Permalink

    ეპიგრაფი მევასა :>

    Reply
  • 21 ოქტომბერი, 2009 at 11:11
    Permalink

    და ისე როგორ უნდა დავმალო ინფორმაცია? მე ვერ გავაკეთე 🙁

    Reply
  • 21 ოქტომბერი, 2009 at 16:25
    Permalink

    @Houston
    🙂 და როგორ ცდილობდი გაკეთებას?

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *