NetBeans IDE + Subversion

საიდან დავიწყო არ ვიცი… 🙂

სულ თავიდან მჭირდებოდა რამე IDE php-ისთვის. ჩვეულებრივ Dreamweavers ვიყენებ ამ ენისთვის, იშვიათად notepad++. მაგრამ დებაგს მაინც ვერ ველევი, tasklist-იც მაკლია 🙁 და დღეს გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ჩამოვუარო სხვა IDE-ებს.

პირველ რიგში მივიწყებული Aptana გავუშვი. დიდის ამბით გადავიტანე პროექტები, მაგრამ რად გინდა. სერვერებს ვერაფერი მოვუხერხე. ვაღიარებ, ჩემი ბრალია :blush2: მაგრამ მაინც ვერაფერი ვნახე bundled სერვერებზე. და ბოლოს იმდენად დამღალა, თავი დავანებე. + ამას რაღაცნაირად ნელია. და არც დებაგი აქვს მთლად ისეთი, რისი ხათრითაც დავრჩებოდი…

Eclipse-ს ვერ მოვერგე… მომავალ ჩამოვლაზე კიდევ შეიძლება მოსინჯვა..

მერე გამახსენდა რომ ჩემს საყვარელ NetBeans აქვს php-ის სამუშაო გარემო, რომელიც ცალკე აპლიკაციად (მხოლოდ PHP) შეიძლება გადმოწეროს კაცმა. საკმაოდ სწრაფია და მოსახერხებელიც თავისი პლაგინებით.. ერთადერთი რაც ხელს მიშლის, უნიკოდია. ქართული ასოები რომ გამოჩნდეს, sylfean ფონტი უნდა იყოს რედაქტორში არჩეული. sylfean-ი კიდევ მონოსპეისდი არ არის 😀

ფონტებს ადრე არც ვაკვირდებოდი ხოლმე, მაგრამ როცა ჩვეულებრივი ფონტით დაიწყებთ პროგრამის წერას, მაშინვე შეეტყობა, რატომაც არის ძნელი.. 🙂  ყველა ასო ერთი სიგანის უნდა იყოს. მე მგონი ფონტების რედაქტორი დამეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში..

აი, მერე დაიწყო არც თუ ისე სასიამოვნო რაღაცა. თურმე Subversion-ის ვერსიებთან აქვს პრობლემა. ნეტბინსი მის 1.5.x ვერსიას ერგება. არადა ჩემთან უკვე 1.6.x წერია… ასე რომ გადატანილ პროექტებზე, შენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ ვერ გადავწერ-გადმოვწერ-დავააფდეითებო.. უკუთავსებადი არ ყოფილა…

რა შეიძლება ქნას ადამიანმა? ძველ ვერსიაზე დააბრუნოს subversion-ი. მაგრამ ოფიციალურ საიტზე ძველ ვერსიას ვერ ნახავთ 🙂 სამაგიეროდ შეხვდებით პითონზე დაწერილ დაუნგრეიდის სკრიპტს. და ინსტრუქციას: ”გამოძახების დროს პარამეტრად –help გადაეციო”. ასეთ დროს უკვე დაღლილი ხარ და შეიძლება ვერ მიხვდე რას უნდა ნიშნავდეს მთავარი პარამეტრის აბრევიატურა WC_PATH. მოკლედ დავიწყე სკრიპტში ქექვა 😀

ეს იმ პროექტის ძირეული დირექტორიაა, რომლის ვერსიის შეცვლაც გინდათ. ანუ მთავარ პროგრამას სინამდვილეში არაფერი მოსდის. მხოლოდ იმ ერთ პროექტს შეეცვლება svn-ის ფაილების ფორმატი.

პ.ს. თუ ამ გზით წახვალთ, ჩემსავით არ დაგავიწყდეთ, რომ კონსოლიდან გაშვების დროს პარამეტრებს ბრჭყალები უნდა 😀

პ.პ.ს. ბზობის დღესასწაულს გილოცავთ 🙂

9 thoughts on “NetBeans IDE + Subversion

  • 17 აპრილი, 2009 at 02:49
    Permalink

    მე VS php მიყენია არა უშავს რა…. ისე ძან ცოტა შესაძლებლობები აქვს VS თან შედარებით აი ჯავასკრიპტისთვის კი შესანიშნავია

    Reply
  • 17 აპრილი, 2009 at 18:44
    Permalink

    @Lekso

    უი, ეგ მაგის გაშვება დამავიწყდა. მაგრამ დიდი ალბათობით მაინც არ დავრჩებოდი. vs არ მიყვარს :blush2:

    Reply
  • 18 აპრილი, 2009 at 00:51
    Permalink

    აბა რას ამბობ ახლა შენ 🙂 როგორც გეტყობა იაღოვა აღიარე 😀
    VS მარტო რო დებაგერი აქ რავი რა:) უკეთესი იდე არ შექმნილა ჯერ 😉
    VS php ახლოსაც ვერ მივა VS თან მაგრამ გამოდგება უიდეობიას ჟამს 😀

    Reply
  • 28 აპრილი, 2009 at 00:08
    Permalink

    ის, რაც პოსტში წერია subversion-ზე, საშინელი გზაა. იმიტომ რომ, ჯერ ერთი დოუნგრეიდის სკრიპტი მხოლოდ ერთ ფოლდერზე მოქმედებს და არა მთელ ხეზე (შიგნით სხვა ფოლდერებისთვისაც უნდა გამოიძახო), და მეორე – ზოგ შემთხვევაში ძველი ვერსიები ბრუნდება და ყველაფრის გაკეთება თავიდან გიწევს.

    მეორე გზა, სხვა სოფტის გადმოტვირთვა და ნეტბინზისთვის მიბმა 🙂 http://www.open.collab.net/downloads/subversion/
    რეგისტრაცია უნდა და მაშინ ფასიანი მეგონა.
    მხოლოდ რეგისტრაცია.

    Reply
  • 29 აპრილი, 2009 at 19:14
    Permalink

    PSPad-იიი, გეუბნები მე შენ 😛

    Reply
  • 03 მაისი, 2009 at 00:09
    Permalink

    @Jibla
    მაგას დებაგერი არ აქვს 😛

    Reply
  • 03 მაისი, 2009 at 16:26
    Permalink

    dreamweaver – მაგარი პროგია. ზაფხულში შესწავლას ვცდილობდი და ძალიან მომეწონა!!!

    Reply
  • 25 ოქტომბერი, 2009 at 20:24
    Permalink

    ჰეი. შეიძლება რაღაცა გთხოვო? იქნება PHP-ს დაყენება განიხილო დაწვრილებით. ბიჯებსი მიხედვით და რომელიმე წყარო მიუთითო საიდანაც შეიძლება PHP, Apache, და ა.შ. გადმოწერა და დაყენება. ერთხელ ვცადე და აშკარად არ გამომივიდა. :):) 😛

    Reply
  • 25 ოქტომბერი, 2009 at 20:28
    Permalink

    @undomiel
    არ გინდა ცალცალკე დაყენება 🙂
    რამე პროგრამა აიღე, სადაც ყველაფერი ერთად არის. უფრო მარტივია.
    მაგალითად xampp (http://www.apachefriends.org/en/xampp.html) 🙂
    ვინდოუსის ინსტალერი აქვს პირდაპირ და არც სერვერების დასტარტვა მოგიწევს ხოლმე ცალცალკე.

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *