Sweet stuff…

Yiruma – River Flows in You

Twilight-შიც არის ეს კომპოზიცია, ედვარდი რომ უკრავს. და Final Fantasy-ის საუნდტრეკია კიდევ, თუ არ ვცდები. შეგიძლიათ ნახოთ ამავე კომპოზიტორის Kiss the rain..

Keith Jarrett – The Köln Concert (Part 1) January 24, 1975

კომენტარებს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს :)  ბუნების გარემოცვაში თუ მოუსმენთ, უკეთესი ეფექტი აქვს..

Update: მეგონა მოვატყუებდი იუთუბს :D და ჩემს ჭკუაში ემბედი გავაკეთებინე. შენც არ მომიკვდე. ჰოდა, რადგან იგივე ფრაგმენტი ვერსად ვნახე, აგერ ლინკი თვითონ იუთუბზე. :)

David Lanz – Nightfall

კიდევ ძალიან ლამაზია მისი Cristofori’s Dream

CSS და ტექსტის ზომა

როდესაც ფონტის ზომის მითითება მჭირდება საიტის აწყობისას, სულ სხვადასხვა გზით ვუთითებ ხოლმე, მერე უბრალოდ ვამოწმებ როგორ ჩანს. არადა არ არის ეს კარგი.

სულ მავიწყდება, რომ ერთხელ და საბოლოოდ გავარკვიო როდის, რა და როგორ ჯობია.

ახლა თქვენთან ერთად გავარკვევ : )

ზოგადი მიმოხილვა

ფარდობითი ერთეულები

em
% – პროცენტი
ex – ამ ერთეულს ‘x-height’-ს ეძახიან, 1ex დაახლოებით პატარა x-ის სიმაღლის ტოლია.  სიდიდე განსაზღვრულია იმ ფონტებისთვისაც, რომლებიც საერთოდ არ შეიცავენ x-ს.

ფიქსირებული ერთეულები

px – პიქსელი
mm – მილიმეტრი
cm – სანტიმეტრი
in – დიუმი (= 2.54სმ)
pt – point. CSS 2.1-მიხედვით ის დიუმის 1/72 ნაწილს უდრის.
pc – pica. 1 pica = 12 points

სტილის წერის დროს კიდევ გვხვდება ზომები xx-small, x-small, small, medium, large, x-large, და xx-large. ასევე smaller და larger. ბოლო ორი ფარდობითია მშობელი ელემენტის ზომის მიმართ. წინებს კი ზუსტად არ ვიცი რა ზომები შეესაბამება პიქსელებში, თუმცა სხვადასხვა ბრაუზერებში საკმაოდ სტაბილურად აჩვენებენ.

თუმცა ეს დაყოფა კორექტულად შეიძლება ჩაითვალოს ვებ საიტის მიმართ. სხვა მხრივ, თუ იმ დივაისების მიმართ დავყოფ, რითიც საიტის გვერდი უნდა ვნახო, px-იც ფარდობითი იქნება.

ფარდობითი ნიშნავს, რომ ელემენტზე მითითებული ზომა გამოითვლება მშობელი ელემენტის ზომის მიხედვით.

font-size-1

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ px?

IE არ მისცემს მომხმარებელს ასეთი ფონტის ზომის შეცვლას, რაც მოუხერხებელია. იგივე ეხება სხვა ფიქსირებულ ერთეულებს (mm, cm, in ა.შ.).

რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ex?

ის ძალიან ცვალებადია ბრაუზერებს შორის (სხვადასხვანაირად არენდერებენ) და ამიტომ თავისტკივილია.

პროცენტის (%) გამოყენებას არაფერი უშლის ხელს, მაგრამ მაინცდამაინც კარგად აღქმადი არ არის კოდის წერა-კითხვის დროს.

თუმცა, ეს პიროვნულ არჩევანზეა დამოკიდებული.

და ბოლოს em

‘medium’ ზომის ტექსტი ბრაუზერებში default-ად 16px-ის ტოლია და ხანდახან რთული გამოსათვლელია ხოლმე აქედან em სიდიდე (იხ. ცხრილი).

ვებ დეველოპერებმა იპოვეს გზა ამ გამოთვლების გასამარტივებლად. მთელი საიტის ფონტის ზომას (body ელემენტში) ანიჭებენ ხოლმე 62.5%-ს. და ამის მერე 1em = 10px (რადგან em ფარდობითი გამოდის უკვე body-ის მიმართ). ასე რომ ნაცნობი პიქსელებიდან მარტივად შეგვიძლია გადავიყვანოთ em-ში 10-ზე გაყოფით.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ ეს ფარდობითობა მისდევს ელემენტების მთელს იერარქიას :D შვილს, მერე კიდევ იმის შვილს.. და ა.შ. ამიტომ კარგი იქნება რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით თუ აღვწერთ font-size თვისებას. ისიც იერარქიების თავში.

არის კიდევ ერთი პატარა საკითხი : )

ბრაუზერები.

ბრაუზერებს აქვთ გვერდის ზომის და ფონტის ზომის რეგულირების შესაძლებლობა (თუმცა ქრომში ფონტის ზუმი ვერ ვიპოვე, მას მერე რაც მთელი გვერდის ზუმი ჩასვეს). უმრავლესობას (Google Chrome, Firefox, Opera, IE 7-8 …) default-ად აქვს მთელი გვერდის ზუმი.

რა განსხვავებაა?

ფონტის გადიდება/დაპატარავების დროს მარტო ფონტის ზომა იცვლება, ხოლო გვერდის ზუმის დროს გვერდი სურათივით იზრდება ერთიანად და ერთიანადვე პატარავდება.

კიდევ საკითხავია რომელი ჯობია, იმიტომ რომ ზოგს, მაგალითად, არ მოსწონს ჰორიზონტალური სკროლი რომ უჩნდება საიტს. მეორეს მხრივ დიზაინის ელემენტების არევაზე აღარ არის საფიქრალი. ფონტის ზომის ცვლილება კი ხშირ შემთხვევაში გვერდზე ულამაზო გადაადგილებებს იწვევს.

იმ ბრაუზერში, რომელსაც მთელი გვერდის ზუმის საშუალება არ აქვს, ფიქსირებულ ზომიანი ტექსტი არაფრის დიდებით არ იცვლება. ასეთი რამ მომხმარებელს კონტროლის საშუალებას ართმევს (იქნებ ვერ ვხედავ კარგად და დიდი ასოები მინდა), ამიტომ არ ითვლება მიზანშეწონილად px-ის გამოყენება.

ისევ და ისევ, ეს IE-ს ძველ ვერსიებს ეხება, თორემ, მაგალითად, Firefox-ში ვერანაირად ვერ გააჩერებთ ფონტს ერთ ზომაზე. მაინც იქნება მისი გადიდების შესაძლებლობა.

საბოლოო ჯამში,

გადავწყვიტე, რომ ამის შემდეგ ყოველთვის em გამოვიყენო ან პროცენტი.. :P

საინტერესო საკითხავი აღნიშნულ საკითხზე:
px – em – % – pt – keyword
CSS Font-Size: em vs. px vs. pt vs. percent



Update: არა, ყოველთვის px-ს ვიყენებ და ბედნიერი ვარ :) )

თამაში გამოცანებით

:) არა, მე არა.

ერთ ქართულ ბლოგზე გადავაწყდი თამაშს, რომელიც ბავშვობას მახსენებს :) ) პატარა გამოცანებს ვწერდით და ბაღში ვმალავდით ხოლმე.. ერთის პასუხი იყო შემდეგის ადგილსამყოფელი. ანუ, ცნობილი თამაშის – ენქაუნთერის ბავშვური ვარიანტი :)

ამ ბლოგზეც (”თითქმის EXCLUSIVE!”)  მსგავსი თამაშია :) საინტერესო კითხვები. თითოეულის პასუხი შემდეგი ტურის პაროლია.

მოკლედ, ისიამოვნეთ :) და ბლოგის ავტორს კი დიდი მადლობა, კარგად ვიმხიარულეთ :) ))

RAID მასივები

ამ საკითხზე სემინარი მქონდა მოსამზადებელი და ბარემ პოსტსაც მივუძღვნი :)

რა არის ეს RAID (Redundant Array of Independent Disks) და რისთვის გამოიყენება? : )

როგორ შევინახოთ ინფორმაცია სისტემის აგების დროს დამოკიდებულია თვითონ ამოცანაზე. რა გვჭირდება: დიდი რაოდენობით ჩაწერა, წაკითხვა, სისწრაფე, საიმედოობა?

მაგალითად, არსებობს ამოცანები, სადაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის საიმედოდ შენახვას და მასზე წვდომის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მომენტში. ანუ, დისკის დაზიანების დროს უნდა არსებობდეს მისი შემცვლელი იგივე ინფორმაციით და თანაც რაც შეიძლება სწრაფად.

არის ამოცანები, სადაც წარმადობა უფრო პრიორიტეტულია. მაგალითად, როდესაც სერვერიდან დიდი რაოდენობით ვიდეო ნაკადები მოდის.

თავდაპირველად RAID-ის ძირითადი იდეა იყო, რომ რამდენიმე მყარი დისკი გაეერთიანებინა დისკების მასივში და ამით გაეუმჯობესებინა წარმადობა, რომელიც ერთ დიდი ზომის დისკს ჰქონდა.

ახლა RAID-ის არქიტექტურული დიზაინებიდან ყველაზე გავრცელებულია 5 ვარიანტი:  RAID 0, RAID 1, RAID 5, RAID 6, RAID 10.

ისინი ძირითადად ორ მიზანს ემსახურებიან: მონაცემთა შენახვის საიმედოობის გაზრდას, შეტანა/გამოტანის (დისკზე ჩაწერა/წაკითხვის) წარმადობის გაზრდას.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

RAID 0

ჩაწერის დროს მონაცემები იყოფა ფრაგმენტებად და ეს ფრაგმენტები სათითაოდ ნაწილდება მასივში შემავალ დისკებზე. წაკითხვის დროს კი ყველა დისკიდან ერთდროულად ხდება წაკითხვა.

raid0

up_iconრაც უფრო მეტი დისკია, უფრო მეტად იზრდება სისწრაფე. უხეშად რომ შევადარო, ეს იგივეა, წყლის არხიდან ერთის მაგივრად რამდენიმე მილი გამოვიყვანოთ. იგივე რაოდენობის წყალს უფრო მალე მივიღებთ.

up_iconარ ვკარგავთ ადგილს. მთლიანად ვიყენებთ დისკების მოცულობას ჩვენი ინფორმაციისთვის.

down_iconასეთი სტრუქტურის სისუსტე დისკის დაზიანების დროს ჩანს. საკმარისია ერთ-ერთი მათგანის ამოვარდნა, რომ მთელი მასივი გადასაგდებია. წარმოიდგინეთ, წიგნში ყოველ სიტყვას მისი მესამედი რომ ჩამოვაჭრათ. წიგნი გამოუსადეგარი გახდება. თანაც მისი აღდგენა შეუძლებელია.

Continue reading

RSS (Really Simple Syndication)

ანუ როგორ არ გამოგვრჩეს ახალი პოსტები საყვარელი ბლოგებიდან :)

RSS ლოგო

RSS ლოგო

”RSS ვებ წყაროების (feed) ფორმატების ოჯახის წარმომადგენელია და ხშირად განახლებადი ინფორმაციის (ბლოგის წერილები, ტვიტერის სტატუსები, ახალი ამბები) გამოსაქვეყნებლად გამოიყენება.” – ვიკიპედია

მაგალითისთვის ბლოგი ავიღოთ. არსებული სკრიპტების უმრავლესობას უკვე აქვს RSS დოკუმენტის დაგენერირების შესაძლებლობა. ეს არის განსაზღვრული ფორმატის ფაილი, რომელშიც ის ყველაფერი წერია, რაც ბლოგზე, მხოლოდ არა ადამიანის, არამედ პროგრამისთვის აღქმად ენაზე. პოსტების სათაურები, პოსტები, გამოქვეყნების თარიღები და ყველა დანარჩენი ინფორმაცია. ასეთი დოკუმენტის მაგალითია xml ფაილი http://samurai.ge/feed/ ბმულზე. მაგრამ რისთვის არის საჭირო ბლოგის ასე გადაწერა, როცა ისედაც მოხერხებულად ვკითხულობთ ადამიანურ ენაზე?

ასეთი feed-ების წასაკითხად სპეციალური აპლიკაციები/საიტები არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია Google Reader.  ამ Reader-ის საშუალებით ’გამოვიწერთ’ ბლოგებს :) (ან თუნდაც სხვა ტიპის საიტებს, რომლებსაც RSS feed გააჩნიათ). გამოწერაში იგულისხმება, რომ თქვენს რიდერში თავს მოიყრის ყველა პოსტი, რაც ’გამოწერილ’ ბლოგებზე გამოქვეყნდება. ისინი თარიღის და საიტების მიხედვით ლაგდება. თანაც მიგითითებთ, რომელი სიახლე წაიკითხეთ უკვე და რომელი – არა.

კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მომწონს, სიახლეების sharing-ის შესაძლებლობაა. ანუ, თუ ვთქვათ მეგობარმა ზე-საინტერესო პოსტი ნახა რომელიმე მის გამოწერილ ბლოგზე, შეუძლია ის სხვებს ’გაუზიაროს’  : ) სხვებში მისი google მეგობრები იგულისხმება, ანუ კონტაქტები. ამიტომ გემრიელი რაღაცეები შეიძლება ისეთი საიტებიდან მოგივიდეს, რომ არც გქონდეს ნანახი..

უარყოფითი მხარეც არის, რა თქმა უნდა :D

მკითხველში ყველაფერი ერთნაირია გარეგნულად. მხოლოდ ტექსტი და ფოტოები. ბლოგების დიზაინი კი არსად ჩანს :) მე კი ვთვლი, რომ დიზაინი (საერთოდ ბლოგის გარეგნული გარემო) ძალიან მოქმედებს პოსტის აღქმაზე. ამიტომ საყვარელ საიტებს მაინც ჩვეულებრივ პირდაპირ ვსტუმრობ და არა რიდერის გამოყენებით :)

პ.ს. Google Reader-ით სარგებლობისთვის google-ის ექაუნთია აუცილებელი. (თუ ჯერ არ გაქვთ, შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ბმულზე : ) )