Zend PHP Certification: PHP Basics, part 2

ორიოდ სიტყვას კიდევ ვიტყვი რიცხვით ტიპებზე, რადგან წინა პოსტში რაღაცეები გამოვტოვე.

Integer ტიპის ზომა პლატფორმაზეა დამოკიდებული.
32 ბიტიანი სისტემისთვის რიცხვი უნდა იყოს შუალედში -2^31 და 2^31-1
64 ბიტიანი სისტემისთვის -2^63 და 2^63-1

თექვსმეტობით (hexadecimal) წარმოდგენილი რიცხვისთვის ეს შუალედები განსხვავდება:
32 ბიტიანი სისტემისთვის 0-დან 2^31-1 -მდე
64 ბიტიანი სისტემისთვის 0-დან 2^63-1 -მდე.

თუ ინტერპრეტატორს შეხვდება რიცხვი ამ საზღვრებს გარეთ (overflow), ის რიცხვს float ტიპად მიიღებს.

$large_number = 2147483647; // = 2^31-1
var_dump($large_number);
// output: int(2147483647)

$large_number = 2147483648; // = 2^31
var_dump($large_number);
// output: float(2147483648)

Float ტიპის ზომაც პლატფორმაზეა დამოკიდებული თუმცა მაქსიმალური მნიშნველობა მიახლოებით 1.8e308-ია (64 ბიტიანისთვის, თუ სწორად გავიგე).

Float ტიპის რიცხვები შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი სინტაქსით (მთელის და წილადის გამოსაყოფად აუცილებლად წერტილია საჭირო და არა მძიმე):

<?php
$a = 1.234;
$b = 1.2e3;
$c = 7E-10;
?>

გასათვალისწინებელია, რომ PHP-ის შემთხვევაში ამ ტიპის რიცხვები სიზუსტეს კარგავს ბინარულში გადასვლის შემდეგ. მაგალითად (int)((0.1 + 0.7) * 10) საბოლოო ჯამში მოგვცემს 7-ს და არა 8-ს. (0.1 + 0.7)*10 გვაძლევს 7.99999..-ს. (მთელ რიცხვზე (int) დაყვანის დროს, რიცხვი ქვედა ზღვრისკენ მრგვალდება.)

ამიტომ თუ მათემატიკური გამოთვლები ან შედარება გვჭირდება float ტიპით, ყოველთვის BC math ან gmp ფუნქციები უნდა გამოვიყენოთ.

ოპერატორები

ოპერატორი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც რაღაც, რასაც გადავცემთ ერთ ან მეტ მნიშვნელობას ან გამოსახულებას და ის თავის მხრივ რაღაც მნიშვნელობას გვიბრუნებს. ასე რომ ფუნქციებიც (მაგალითად print) შეგვიძლია ოპერატორებში ჩავთვალოთ, მაგრამ არა ისეთი კონსტრუქციები, რომელიც არაფერს აბრუნებს (მაგალითად echo).

ოპერატორები დაყოფილია ტიპებად (მხოლოდ რამდენიმე დეტალს ჩავუღრმავდები, დანარჩენი ჩვეულებრივი განმარტებები php.net-ზეა ან აგერ ქართულად ამ ლინკზე):

არითმეტიკული ოპერატორები

მინიჭების ოპერატორები

ბიტური ოპერატორები
გასათვალისწინებელია შესრულების მიმდევრობა. მაგალითად == შედარებას უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვს ვიდრე & ბიტურ ოპერაციას, ამიტომ  $a & $b  == true  შემთხვევაში ჯერ შედარება შესრულდება.

კიდევ ერთი რამ: რატომ ვწერთ ხოლმე შეცდომების რეპორტინგის ჩართვის დროს მაგალითად ასეთ რამეს? E_ALL & ~E_NOTICE

error_reporting-ი მიმდინარე სეთინგების შესანახად bitmask-ს იყენებს. თითოეულ ასეთი კონსტანტის უკან ბიტების ერთობლიობა დგას.

მაგალითად
E_ALL –ს შეესაბამება  00000000000000000111011111111111.
E_NOTICE  => 00000000000000000000000000001000
(ანუ ბოლოდან მეოთხე ბიტი როცა ”ჩართულია”, ეს ნიშნავს რომ E_NOTICE ჩართულია)
~E_NOTICE გამოვა => 11111111111111111111111111110111
E_ALL & ~E_NOTICE   => 00000000000000000111011111110111

საბოლოო ჯამში მოგცემს მთელ სიმრავლეს ოღონდ შენიშვნების (notice) გამოკლებით.

შედარების ოპერატორები
ამ ოპერატორებიდან and და && ზუსტად ერთნაირად მოქმედებენ. ასევეა or და ||. განსხვავება მათ შორის მხოლოდ შესრულების მიმდევრობის პრიორიტეტებშია. && და ||  ოპერატორებს უფრო მაღალი პრიორიტეტი აქვთ შესრულების დროს ვიდრე მათ შესაბამის სიტყვიერ ჩანაწერებს.

შეცდომების კონტროლის ოპერატორები
ასეთი php-ში მხოლოდ ერთია  –   @, რომელიც შეცდომის დასაფარად გამოიყენება. ეს არ ნიშნავს, რომ ის კოდში მომხდარ შეცდომას მიხედავს, არამედ უბრალოდ შეცდომის შეტყობინებას არ გამოიტანს. ამიტომ მისი გამოყენების დროს სიფრთხილეა საჭირო და ის არ არის try..catch -ის შემცვლელი (ჩვეულებრივ მოქმედებს ფატალური შეცდომების დროსაც, როცა სკრიპტი შესრულებას წყვეტს. შეცდომის შეტყობინებას მაინც არ გამოიტანს).

სისტემური ბრძანების შესრულების ოპერატორები
ასეთი ბრძანების გასაშვებად გამოიყენება ` ` ბრჭყალები (backticks). მაგალითად echo `ls -al`;

ისინი არ მუშაობენ თუ ჩართულია safe_mode ან გამორთულია shell_exec()

მნიშნველობის გასაზრდელი/შესამცირებელი ოპერატორები (++ –)
boolean ტიპზე არ მოქმედებს.

ლოგიკური ოპერატორები
აქ მხოლოდ იმას შევნიშნავ, რომ ოპერანდების მნიშვნელობიდან და ოპერატორიდან გამომდინარე შედეგის მისაღებად ყველა ოპერანდის შესრულება საჭირო არ არის და არც სრულდება. მაგალითად if (false && some_function()) { }  ასეთ შემთხვევაში some_function() არასდროს გამოიძახება, რადგან false და && უკვე ნიშნავს რომ საბოლოო შედეგიც false იქნება.

სტრიქონის ოპერატორები ( .   .= )

მასივის ოპერატორები

ტიპის ოპერატორები (instanceof)

შეკითხვები:

1. რა მნიშვნელობები იქნება float1 და float2 ცვლადებში? (php.net)

$float1 = (float) '1.5';
$float2 = (float) '1,5';

1.5
1

2. რა შედეგი ექნება კოდს? (php.net)

<?php
var_dump(25/7);
var_dump((int) (25/7));
var_dump(round(25/7));
?>

float(3.5714285714286) -> / ოპერატორი არ ასრულებს მთელ გაყოფას და ჩვეულებრივ float-ს გვაძლევს შედეგად.
int(3)
float(4)

3. რა შედეგი ექნება f() ფუნქციის გამოძახებას? (php.net)

int f()
{
int a, b;
a = 2, b = 4;

return a;
}

პარსირების შეცდომა მოხდება. C ენისგან განსხვავებით php-ში მძიმის გამოყენება არ შეიძლება ესეთი კომბინირებული expression-ების დასაწერად. თუმცა for ციკლში დაშვებულია. ასეთი რამ იმუშავებს: for ($a = 2, $b = 4; $a < 3; $a++) { }
4. რა შედეგი ექნება კოდს?

 $a = -10 % 3; $a += "1"; echo $a; 

0 მოდულით გაყოფის დროს თუ ერთ ერთი უარყოფითია, პასუხიც უარყოფითია. რიცხვით ტიპს თუ ვამატებთ სტრიქონს, სტრიქონი რიცხვზე დაიყვანება და ისე შესრულდება ოპერაცია.
5. რა შედეგი ექნება კოდს?(php.net)

 $a=1; $a += $a++ + ++$a; echo $a; 

1. ++$a is first incremented. Now $a is 2. $a += $a++ + 2 $a is 2 2. $a++ is added to 2 then $a is incremented $a += 2 + 2 $a is 3 3. now the value of 2 + 2 is added to $a ($a is 3) $a = $a + 2 + 2 Answer: 3 + 2 + 2 = 7
6. რა მნიშვნელობა იქნება $a ცვლადში ამ სტრიქონის შესრულების შემდეგ (php.net)?

$a = true ? 0 : true ? 1 : 2; 

(true ? 0 : true) ? 1 : 2 = 2
7. რას დაბეჭდავს კოდი (php.net)?

echo 2 ^ "3"; echo "2" ^ 3; 

1 1 ორივე შემთხვევაში int-ზე დაიყვანს 2 ^ ((int)”3″) => 1
((int)”2″) ^ 3 => 1

8. რას დაბეჭდავს კოდი?

function f(){
echo 'I am inside f function\n';
return false;
}

if (true | f()){
echo 'bla bla bla';
}

I am inside f function
bla bla bla

| ოპერატორი || -ის მსგავსად short-circuit არ არის. ორივე მხარე შესრულდება, იმის მიუხედავად, რომ პირველი ოპერანდი true-ს უდრის.

9. რას დაბეჭდავს კოდი?

$a=true;
$a--;
echo $a;

1
++ და — ოპერატორები ბულის ტიპებზე არ მოქმედებს.

გამოხმაურება

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *