კოდის წერის სიჩქარის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება
არა მარტო კოდის
ალბათ უმეტესი თქვენგანი უკვე იყენებს მას ან მის ალტერნატივას. ზოგიერთ IDE-ს ჩადგმული აქვს მისი შესაძლებლობები.
მე კი მხოლოდ დღეს ვნახე Nettuts+ საიტზე და უკვე შემიყვარდა. ლაპარაკია Texter პროგრამაზე.
მისი საშუალებით სიტყვებს ან სიმბოლოებს ვაბამთ სრულ სკრიპტებს, კოდის ფრაგმენტებს, თუნდაც წერილის შაბლონებს და წერის დროს უკვე ამ სიტყვებს ვიყენებთ shortcut-ის როლში იმ დიდი ტექსტის ჩასასმელად.
არა მარტო ტექსტს ვაბამთ. შესაძლებელია მაკროსების წერაც. მაგალითად, თუ წინადადების ბოლოს გაგვახსენდა, რომ წინადადება <p></p> პარაგრაფის ტეგებში უნდა ჩაგვესვა, Texter-ს შეუძლია ისევ რაღაც წინასწარ განსაზღვრული shortcut-ით ეს ტეგები ჩაუსვას, თუ ამ shortcuts განვსაზღვრავთ მაკროსით: {HOME}<p> {END}</p>
ძალიან ზოგადად ვლაპარკობ, იმიტომ რომ ვფიქრობ ვიდეოში ყველაფერს დაწვრილებით ხსნის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რედაქტორი - ჯეფრი ვეი. ვიდეო ამ ბმულზეა.

Hotstring-ის დამატება Texter-ში
როგორც ჩანს LifeHacker-ის Texter-ის გარდა კიდევ არსებობს მისი მსგავსი პროგრამები, მაგრამ მე უკეთესი ვერ შევარჩიე. ამას კი ჯერჯერობით რაც ვუპოვე ერთადერთი ნაკლი უნიკოდია. არა მარტო ის, რომ უნიკოდი თვითონ პროგრამას არ ესმის, არამედ ხელსაც მიშლის, როცა სხვაგან ვწერ ქართულად და პროგრამის გათიშვა მიწევს.. მიუხედავად ამისა მაინც საშინლად მოსახერხებელია


September 26th, 2009 at 10:39 pm
მე მასეთი რაღაც რო არსებობდა მაშინ გავიგე პირველად როცა მაკზე დავჯექი :D, იქ არის ასეთი ედიტორი Textmate სადაც შენი custom shortcut-ები შეგიძლია გააკეთო.
September 26th, 2009 at 10:42 pm
@ლეკვა
და საერთოდ ნელ-ნელა მომწონს მაკი
ხო :)) Textmates სკინკასტებში ვხედავ
September 26th, 2009 at 11:31 pm
ასევე ვინც notepad++ -ს იყენებთ მსგავსი plugin ი შეგიძლიათ დააყენოთ, მათივე საიტიდან მას Quicktext ქვია!
October 1st, 2009 at 8:30 pm
ვაახ, ამ TextMate-ზე რა ყველამ გაჭედეთ ტო
October 4th, 2009 at 9:44 am
@jibla, სასწაული აპია და იმიტომ, ემაკსია მთელი თავისი სიმძლავერებით და პახოდუ მაკურ სტილში ლამაზი და საყვარელია.
October 11th, 2009 at 9:51 pm
გოგონა - პროგრამისტი, WordPress-ი, Zend-ის სერტიფიკაცია, NetBeans-ი, Eva Cassidy, ჩამომავალი მზის ხედი სახურავიდან, ზღვა.
დაუჯერებელია…
October 11th, 2009 at 10:02 pm
@იაგუარი
არც ისე.. ნუ, დიდი პროგრამისტი არ ვარ..
და თან პროგრამისტებიც ადამიანები არიან 
შენ პროგრამისტი გოგონების შეკრება უნდა ნახო რა სასაცილოა (კარგი გაგებით)
October 12th, 2009 at 12:24 pm
პროგრამისტი გოგონების შეკრება??.. ესეთებიც ხდება??.. ოჰო!.. დროს როგორ ჩამოვრჩი…
October 12th, 2009 at 12:36 pm
მინდა გითხრა, რომ საყოველთაოდ სასიამოვნო მოვლენაა
თორემ დავიღალეთ უკვე ბიჭებმა მარტოობისგან ამ IT სფეროში… მეტი გოგონა გვჭირდება
ხომ იცი, თქვენ გარეშე ნებისმიერ ატივობას გლობალური მნიშვნელობა ეკარგება
October 12th, 2009 at 12:37 pm
@იაგუარი
აბა სად უნდა განვიხილოთ მოდის ახალი ტენდენციები, ჯავასკრიპტის ახალი ბიბლიოთეკები, ბაგების გადაჭრის გზები ან პიცის ახალი რეცეპტები? : P
კი რა თქმა უნდა
October 12th, 2009 at 1:33 pm
სხვათაშორის წხლა უცებ კარგი იდეა დამებადა. უფრო სწორედ ადრეც მქონდა რაღაც გეგმები, უბრალოდ გოგონა პროგრამისტების (!
მონაწილეობით მაგ პროექტს შეიძლება სულ სხვა ეფექტი ჰქონდეს… ბევრად უდრო სერიოზული… ასე ვთქვათ
მაგრამ როგორ მოგწერო? აქ ეხლა ვერ გავამხელ…
October 12th, 2009 at 1:35 pm
ერთი კარგი პიცის რეცეპტზე უარს არც მე არ ვიტყოდი…
October 12th, 2009 at 1:48 pm
@იაგუარი
პიცაზე მეილი მოგწერე
October 20th, 2009 at 9:35 am
ისე, გაფორმება და გალამაზება ქალის საქმეახოლმე და ეს ნაწილი რომ შეითავსოთ IT სფეროში, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ტვინჭყლეტვის მოყვარული კაცებისთვის.
ამ თემას რაც შეეხება, კოდის წერის დროის შემცირების საუკეთესო საშუალებად მაინც წინასწარი, გააზრებული დაგეგმარება მიმაჩნია.
კოდირება სიამოვნებაა და დროს ფაქტიურად არ საჭიროებს.
October 20th, 2009 at 12:32 pm
@Cpp
ამას კი ლოგიკასთან არავითარი კავშირი აქვს, უბრალოდ რუტინული გრძელი ფრაზების შესამოკლებლად არის. მაგალითად ჰტმლ-ის წერის დროს ცსს-ის ან jquery-ის ლინკები რომ უნდა ჩაამატო. მაგაში ხომ არაფერი აზრი დევს, საიდანმე უნდა გადმოაკოპირო ან უარესი, ხელით აკრიფო.
რა თქმა უნდა, გააზრებული დაგეგმარებაა რაც არის
აი ნეტბინზში რომ არის მაგალითად System.out.println(), ხომ უფრო მოსახერხებელია მაგის sout შორთკატის გამოყენება?
October 21st, 2009 at 9:59 am
მე რომ ვუკვირდები, რუტინულ სამუშაოს ყველანაირად გავურბი და ძალიან იშვიათად, ერთი და იგივე რამის წერა მრავალჯერ მიწევდეს.
ჩემთვის ctrl+space-ც საკმარისია. ვებ დეველოპმენტში ეგ ვარიანტი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება.
ho, Netbeans კარგი რამეა.