კიდევ ერთი ლოდინი დასრულდა…

ბლა ბლა ბლა მიზეზების გამო ბოლო ერთი თვე გზაში იყო და ახლახანს ჩამოვა ჩემთან ის რაღაცა, რაზეც 9 თვის წინ მქონდა პოსტი (Gadgets from my wishlist). მაშინაც და შეძენამდე ერთი დღით ადრეც არ ვფიქრობდი რომ მაგას ავირჩევდი.. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე რომ არც თუ ბევრი რამ მინდა.. უფრო სწორედ არაფერი მინდა ამდენი ხნის განმავლობაში (ამის გამოკლებით) და გამოვიწერე Wacom Cintiq 12wx.

ნუ, თუ არ ცდის ადამიანი, ბევრიც რომ ვილაპარაკო ძნელი აღსაქმელი იქნება – ძალიან მოსახერხებელია. წარმოიდგინეთ, რომ ფურცელზე გაქვთ ფოტოშოპის შესაძლებლობები (ძირითადად ამასთან მაქვს შეხება, თორემ სამ განზომილებიან ობიექტებზე მუშაობისასაც ხშირად გამოიყენება).

ფანქარს 1024 დაჭერის (pressure) დონე აქვს და ამის გამო ძალიან გავს ნამდვილს. ერთადერთი ხმა არ აქვს 😀 ხატვის დროს..  არც დაყოვნების დროს შეამჩნევთ. ეკრანზეც ზუსტად იმ დროს დადის კურსორი, რა დროსაც ფიზიკურად ფანქარი.

ზედ არსებული shortcut ღილაკები ყველანაირად ხელს უწყობენ მომხმარებელს, რომ კომპიუტერის კლავიატურაზე არ მოუწიოთ ხელის გადაყოფა 😀

პლანშეტის ეკრანი ცალკე მონიტორად უერთდება კომპიუტერს და უფრო დიდი სივრცეა ^^

ჯერჯერობით ნაკლი, რაც თვალში მხვდება, ბევრი კაბელები და ბლოკებია. ერთგან თუ ააწყობ, იმის მიგრაციას ერთი საათი უნდა 😀  საერთო ჯამში კი იმაზე კმაყოფილი ვარ, ვიდრე შეიძლება 🙂

ეხლა მთავარია მოვიფიქრო, ლეკვას როგორ ვაჩვენო. თუ არა და მთის და მუჰამედის პრინციპით ვიმოქმედებ 😀

wacom-copy

p.s. სურათს ხვალ დღის სინათლეზე გადავუღებ 🙂

გამოხმაურება

comments

18 thoughts on “კიდევ ერთი ლოდინი დასრულდა…

  • 06 ნოემბერი, 2009 at 00:01
    Permalink

    ეე რა მაგარია (happy),
    სულ მწვანე ფანქრით გაგეცვითოს 😀 😀

    პ.ს. როდის დამაჯღაბნინებ ზედ? 😀

    Reply
  • 06 ნოემბერი, 2009 at 00:03
    Permalink

    @ლეკვა
    მადლობ : )
    როდის და ნამცხვარი არ გიყვარს? 😀

    Reply
  • 06 ნოემბერი, 2009 at 00:10
    Permalink

    @ნინძა
    როგორ არ მიყვარს ნამცხვარი 😀 😀

    Reply
  • 06 ნოემბერი, 2009 at 00:13
    Permalink

    @ლეკვა

    ნინძებს ვერ იტანდნენ ხოლმე სამურაები 😀

    ჰოდა მაშინ ამ დღეებში გავაკეთებ ჩემ საყვარელ ნამცხვარს 😀

    Reply
  • 06 ნოემბერი, 2009 at 00:16
    Permalink

    @ნინძის ვერ ამტანი სამურაი
    ამ დღეებში გაციებული ვარ იმ დღეებში იყოს 😀

    Reply
  • 06 ნოემბერი, 2009 at 01:41
    Permalink

    ძაააალიაან მაგარია. გილოცავ 😀

    Reply
  • 06 ნოემბერი, 2009 at 15:22
    Permalink

    @lekva @samurai
    ნამცხვარი რომ მეც მიყვარს, თან ძალიან 🙂 🙂

    Reply
  • 06 ნოემბერი, 2009 at 15:54
    Permalink

    @Jibla
    მადლობ 🙂

    @რაჭველა

    შემოგვიერთდი მერე 🙂 ლეკვა რომ გამოჯანმრთელდება

    Reply
  • 06 ნოემბერი, 2009 at 18:17
    Permalink

    ეუფ, მეთქი რა ლოდინი, ისეთი სათაური იყო რაღაც ღრმა ცხოვრებისეული ამბავი მეგონა. წიპა ცხოვრების სიყვარულის ძიების წარმატებით დასრულება ან რამე მსგავსი 😀 ერთი უწყინარი ნივთი აღმოჩნდა არადა, ‘სახატავი რვეული’ ტექნოკრატი სამურაისთვის 😀

    Reply
  • 06 ნოემბერი, 2009 at 19:50
    Permalink

    @/_\

    მაგის ძიება არ გამაგონო საერთოდ 😀
    btw შენ საიდან მწერ ეხლა? 🙂 ისევ ამ კონტინენტზე ხარ?

    Reply
  • 08 ნოემბერი, 2009 at 22:43
    Permalink

    @ samurai
    აჰა, ისევ ამ ხაერს ვყლაპამ ჯერ-ჯერობით, სამაგისტროს ვწერ.
    იმის პოვნა თუ გინდა სამურაის(ომის) ხელოვნება მიეცი დავიწყებას და გეიშას(ურთიერთობების) ხელოვნებას დაეწაფე. კაცს უნდა რომ ყავდეს ერთგული გეიშა 😀

    Reply
  • 15 ნოემბერი, 2009 at 13:16
    Permalink

    ეჰ, ქეც კაია ასე აწყობილი ცხოვრება…
    მე ჩვეულებრივ ფანქარზეც არ ვიტყოდი უარს, არანაირად 🙂

    Reply
  • 13 დეკემბერი, 2009 at 18:37
    Permalink

    vaime 999$ mieci? saidan gqonda magdeni??? :O

    Reply
  • 15 დეკემბერი, 2009 at 00:14
    Permalink

    @niu
    899 Rirda mashin 😀
    kitxva didad ar momwons, magram – mushaoba

    Reply
  • 22 დეკემბერი, 2009 at 19:20
    Permalink

    მხატვარია რ ვარ. სოკოების და ყვავილების აგრდა არაფერის დახატვა არ გამომდის, მაგრამ ძაააალიან მინდა პლანშეტი. უბრალოდ მინდა, რა ჭირათ? რა ვიცი 😀 😀

    Reply
  • 09 იანვარი, 2010 at 22:12
    Permalink

    ვა ეგ მეც ვიყიდე და მალე ჩამომივა სამწუხაროდ მარტო დიზაინის ხატვა და შერჩევა შემიძლია და პროგრამული ენები არა არადა პროგრამული ენები რო ვიცოდე ჩემ ბედს ძაღლი არ დაყეფდა 🙁 მარა მაგასაც ვისწავლი ისე ვინმეს არ უნდა ვითანამშრომლოთ მე დიზაინს დავხატავ საიტისთვის და მან საიტი ააწყოს პირობას ვიძლევი არ დახვეწილი საიტები შეიქმნება 🙂

    Reply
  • 14 იანვარი, 2010 at 17:31
    Permalink

    @Nikoloz
    გილოცავ :)) მშვიდობაში..
    საერთოდ დიზაინერი წესით ცალკეა ხოლმე მაგრამ ენასაც თუ ისწავლი უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება იმჰო :))

    და ისე, მარტო დიზაინის ხატვა აგერ აქ შეგიძლია ცადო.. კონკურსებია ბევრი და რამე მოსაწონს აუცილებლად იპოვი 🙂 http://99designs.com/

    Reply

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Samurai კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *