Who dares, wins :D

რას მივუძვნიდი ამ პოსტს, თუ არა ჯეოლიმპს 🙂

ვაღიარებ, პროგრამისტს ვეძახდი ჩემს თავს, მაგრამ ამ სფეროში არსებულ შეჯიბრებების ამოცანებს ახლოსაც არ ვეკარებოდი. ბავშვობის იმედგაცრუების მერე ოლიმპიადის პრობლემებს სხვა ხილად მივიჩნევდი და არც მათგან მიღებულ ცოდნის არ არსებობას შევუწუხებივარ კარგა ხანს..

სიმართლე გითხრათ, ბავშვობის მერე დიდად არ შევცვლილვარ ამ საკითხში და ახლაც იგივე ეტაპებს გავდივარ ამოცანის ამოხსნისას – გაცნობა / ფიქრი / ფიქრი / უიმედობა /  ახალი შემართება – მე ყველაფერს მოვერევი 😀 / ფიქრი / ფიქრი / ევრიკა! / წერა, გაგზავნა და განაჩენის მოუთმენლად მოლოდინი..

სამ დღეს თუ გადაცდა ეს პროცესი, სასტიკად მძულს ის ამოცანა და ამოხსნა კი არა, გახსენებაც აღარ მინდა : ))

ჯეოლიმპში ის მომწონს, რომ საჩემო ამოცანებიც არის 😀 ჩემს ჭიასაც უხარია, როცა ნოლზე არ ვრჩები.

მეორეს მხრივ რაც არ უნდა მემართლებინა თავი, რომ ასეთი შეჯიბრებების ამოცანები საერთოდ ცალკე მიმართულებაა და თუნდაც ვებ დეველოპმენტში მათ ასეთი სახით არასდროს გამოვიყენებ, უნდა ვაღიარო – ძალიან ნელა ვაზროვნებ მათ გარეშე. ვგრძნობ, როგორი მნიშვნელოვანია ვარჯიში.

ისე კი, სიმართლე რომ ვთქვა, არც ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემებისგან დგას შორს ოლიმპიადის ამოცანები. წინა კვირას რამდენჯერმე დამჭირდა მათი ფრაგმენტების გამოყენება, მიუხედავად იმისა რომ ჩემი მიმდინარე სამუშაო დიდ ალოგირთმულ შრომას არ საჭიროებს.

😀 თავისთავად ეს შეჯიბრებები ერთგვარი სპორტია. კონკურენცია, ადრენალინი, ზოგისთვის რეპუტაცია და სახელი. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ თუ სწავლის გაგრძელება მენდომებოდა რომელიმე ცნობილ უნივერსიტეტში ან დამსაქმებელი კომპანია, პირველ რიგში ამ შეჯიბრებებში ჩავებმეოდი. ცხადია, რომ ერთ-ერთი რეალური გზის დასაწყისი იქნებოდა მსგავსი მიზნების მიღწევაში და ამას მხოლოდ ჩემი მეგობრების მაგალითზე არ ვამბობ. თავისთავად ჩანს კონკურენტუნარიანობის და თავის წარმოჩენის მშვენიერი, სწრაფი სასარგებლო მეთოდი რომ არის. მეორეს მხრივ, მხოლოდ მიზნისთვის ამის კეთება წამებაა და მეტი არაფერი 🙂  საყვარელი უნდა იყოს პროცესი და თუ პროგრამირებით არ იღებს პროგრამისტი სიამოვნებას, არ ვიცი, როგორ უძღვნის ის ამას ცხოვრების უდიდეს ნაწილს )

”ჯეოლიმპი” (ხშირად რომ ვახსენებ და აღარ ვამბობ რას ნიშნავს) პროგრამირების ოლიმპიადების სერიაა, რომელიც რამდენიმე ინტერნეტ-რაუნდის და ფინალური ჩემპიონატისგან შედგება. შეჯიბრები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა სხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია კონკურსგარეშე მონაწილეობა. თითოეული რაუნდის შემდეგ საიტზე ქვეყნდება ამოცანების დეტალური გარჩევა და სხვადასხვა ალგორითმების განხილვა კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად.

ამ წამოწყების სულისჩამდგმელები და ამოცანების ავტორები არიან მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადების და სტუდენტური მსოფლიო ჩემპიონატის მედალოსნები, ასევე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები დავით რაჭველიშვილი, ელდარ ბოგდანოვი, ანდრო ლუცენკო, გიორგი ლეკვეიშვილი და გიორგი საღინაძე.

(თვითონ ხომ კარგს არ დაწერენ თავის თავზე.. :D)

ჯეოლიმპთან დაკავშირებით უკვე ბევრმა მოვლენამ და სიახლემ ჩაიარა, რაზეც დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა მის საიტზეა შესაძლებელი. მე კი მხოლოდ მიმდინარე დაგეგმილ ტურს შევეხები – მეოთხე რაუნდი.

ბოლო დროს ჩამოყალიბებული ტრადიციისამებრ ინტერნეტ-რაუნდის პარალელურად დასწრებული შეჯიბრიც ჩატარდება ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში – ამ რაუნდში კონკრეტულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XI კორპუსში, სადაც ადგილობრივი გამარჯვებულიც გამოვლინდება 🙂

ჰოდა, რომ მეუბნებით ხოლმე ზოგიერთები ტრასაზე როდის დავდგეთო, 😀 მობრძანდით კვირას (19-ში) და ამ არენაზე შევეჯიბროთ. its more fun.  მე დიდი ამომხსნელი არ ვარ, მაგრამ მაინც სახალისოა.

”ჯეოლიმპი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
”ჯეოლიმპი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გამოხმაურება

comments

5 thoughts on “Who dares, wins :D

  • 15 ივნისი, 2010 at 09:26
    Permalink

    მომეწონა სტატია :))

    Reply
  • 15 ივნისი, 2010 at 17:59
    Permalink

    ”გაცნობა / ფიქრი / ფიქრი / უიმედობა / ახალი შემართება – მე ყველაფერს მოვერევი / ფიქრი / ფიქრი / ევრიკა! /” ნახევარ ამოცანებში ყველა ამ ეტაპს გავდივარ ევრიკას გარდა!! თუ სადმე გადავეყარე ამ ევრიკას!!!!!!

    .. და ტრასაზე როდისაა? : )

    Reply
  • 16 ივნისი, 2010 at 12:24
    Permalink

    ჰაჰა nice, ჩაგეთვალა რეკლამა (:

    Reply
  • 16 ივნისი, 2010 at 13:12
    Permalink

    ჰმ ტრასაზე დგომა ნეტავ რას ნიშნავს :^)

    Reply
  • 16 ივნისი, 2010 at 21:08
    Permalink

    @beka
    მიხარია რომ მოგეწონა 🙂

    @სოსო
    მერე შემცირდება ეგეთი ამოცანების რაოდენობა ნელ ნელა 🙂
    ტრასაზე არასდროს 😀

    @Quick
    😀 აბა.. მეოთხე რაუნდია და ჩემთან ერთხელ მაინც როგორ არ უნდა მწერებოდა ჯეოლიმპზე )

    @Eldar
    მანქანებით შეჯიბრი იგულისხმება მანდ 🙂

    Reply

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: სოსო კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *