better not be late :)

ხომ ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე უკეთ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ? მაგრამ არც საკუთარი შეცდომები ყოფილა საკმარისი. ყოველ შემთხვევაში, მე ესე მეჩვენება.. იმიტომ რომ ერთი გაკვეთილი ვერა და ვერ მასწავლა ცხოვრებამ და ყოველთვის, ყოველ ჯერზე შუბლით ვეჯახები მოუმზადებლად. : )

ბოლო სამი საღამო ტომას ჰარისის ნოველების სერიის ეკრანიზაციას ვუყურებ. კონკრეტულად, წითელ დრაკონს, კრავთა დუმილს, ჰანიბალს და მეოთხე ნაწილი ჯერ კიდევ წინ მაქვს.. პოპ კორნის მაგივრობას კი ბროწეულის მარცვლები მიწევდნენ. გენიალური იყო. ჩემთვისაც კი. ადამიანისთვის, რომელიც ახლოს არ ეკარება საშინელებათა ჟანრის ქვეშ აღნუსხულ ფილმებს (სინამდვილეში არ არის ეს საშინელება, დეტექტივია).

გაკვეთილის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მას და კიდევ მრავალ მისნაირს არ შევხედავდი აღფრთოვანებით, არ ვისიამოვნებდი ისე, როგორც ახლა. არ განვასხვავებდი ბევრი სხვა ფილმისგან.. იმიტომ, რომ როცა კარგია, თითქოს იგულისხმება რომ ისედაც ასეთი უნდა იყოს, თითქოს სხვა არც უნდა ყოფილიყო მოსალოდნელი.. თითქოს რეჟისორი რისი რეჟისორია და მსახიობები რისი მსახიობები არიან თუ ასე არ ითამაშეს და ასეთი ფილმი არ შექმნეს.. მათ ძალისხმევას და ფილმის გენიალურობას მაშინღა ვხედავ როცა სხვას ვუყურებ, უხარისხოდ და უგულოდ ან პროფესიონალიზმის გარეშე შესრულებულს..

ბროწეული თითქოს არ უნდა ყოფილიყო კავშირში, მაგრამ მასთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივე ისტორია მაქვს. როდესაც ღრმა ბავშვობაში ამ სახლში გადმოვსახლდით, სახლს ხეხილის ბაღი ჰქონდა შემორტყმული.. ძალიან ცოტა ხილს თუ მოვითვლიდი ხოლმე, რაც ჩემთან არ იზრდებოდა (ბევრი ხილი არც მქონდა ეტყობა ნანახი :D). ბროწეულიც იქ იდგა. ალბათ ყველაზე ლამაზი. ყვავილობის დროს ყველაზე წითელი. ისეთი ნაყოფი დღემდე არ მინახავს. უშველებელი, დიდი წითელი მარცვლებით, ძალიან ტკბილი და ძალიან წითელი. მე კი ყოველთვის დედა მაძალებდა ჭამას. არ მახსოვს ჩემი სურვილით ამეღოს როდისმე 😀

რამდენიმე წლის წინ ბროწეული გახმა. მოვჭერით და ყოველთვის როცა მომჟავო და მოთეთრო ბროწეულს მივირთმევ, მახსენდება, როგორ არ ვაფასებ იმას რაც მაქვს 😀

გამოდის მნიშვნელობას ორი რამე იღებს – ის, რასაც ვკარგავ, ან ის რასაც დიდი ბრძოლის შედეგად ვიღებ. არ ვიცი ეს კარგია, თუ არა. არც ის, ბლოგზე რატომ ვწერ. იმიტომ რომ ეჭვი მაქვს ისევ არ დავაფასებ მას (რამეს) ისე, როგორც ის იმსახურებს, მანამ სანამ არ დავკარგავ 🙂

გამოხმაურება

comments

5 thoughts on “better not be late :)

  • 21 ოქტომბერი, 2010 at 17:24
    Permalink

    “იმიტომ რომ ეჭვი მაქვს ისევ არ დავაფასებ მას (რამეს)

    ეს რო არ მიგემატებინა ოოო 😀

    Reply
  • 21 ოქტომბერი, 2010 at 18:45
    Permalink

    @Quick

    ხო, 😀 რომ გადავიკითხე ზედმეტად მრავალაზროვანი იყო და ჩავამატე

    Reply
  • 01 დეკემბერი, 2010 at 23:17
    Permalink

    მიყვარს შენი წერილები : )

    სამწუხაროა, რომ ასე ცოტას წერ.

    Reply
  • 22 სექტემბერი, 2011 at 23:25
    Permalink

    მიხარია შენი წარმატებები samurai girl.. შემთხვევით გადაგაწყდი ბლოღიუსებში.. )

    Reply
  • 27 სექტემბერი, 2011 at 13:32
    Permalink

    @მაქცია 🙂 დიდი მადლობა

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *