Case sensitivity MySQL-ში

ორ ასოზე მეტის დაწერა ქართულად ვერ მოვახერხე.. 😀

ბოლო დროს ერთ პრობლემაზე იმდენი დრო დავკარგე, რომ დამამახსოვრდა. სინამდვილეში არაკორექტული ლოგირების გამო უფრო იყო, მაგრამ ეს არაა ახლა მთავარი. MySQL-ში როცა რამეს აღვწერთ, თითქმის ყველაფერი case-insensitive არის, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ველის სახელს დიდი ასოებით დავწერთ თუ პატარით.

კონკრეტულად, არ აქვს მნიშვნელობა ველის, ფუნქციის, პროცედურის, ინდექსის და ალიასის შემთხვევაში. ტრიგერი ამ მხრივ გამონაკლისია.

ხოლო რაც შეეხება ცხრილის და ბაზის სახელებს – მათი ქეის სენსითივობა ოპერაციულ სისტემაზეა დამოკიდებული.

კი, ვერ მივხვდი ლინუქსში რატომ აღარ მუშაობდა 😀

MySQL-ში მონაცემთა ბაზები დირექტორიებს შეესაბამება, ცხრილი კი მინიმუმ ერთ ფაილს ბაზის დირექტორიაში. ეს ნიშნავს რომ ვინდოუსის შემთხვევაში რეგისტრს მნიშვნელობა არ აქვს, იუნიქსის პლატფორმაზე კი აქვს.

შეიძლება lower_case_table_names პარამეტრის გამოყენებაც, თუმცა ამას ყველაფერი პატარა რეგისტრში გადაჰყავს და თუ მიგრაციას აკეთებთ, მაშინ არსებული ცხრილების და ბაზების სახელების კონვერტაცია იქნება საჭირო წინასწარ.

One thought on “Case sensitivity MySQL-ში

  • 04 აგვისტო, 2011 at 20:05
    Permalink

    ამ ბოლოდროს მიწევს mysql თან შეხება და ცოტა მღლის ეგ ამბავი….
    აი ორაკლში ყველაფერი კარგადაა ამ მხრივ გარდა ერთისა… ცხრილის შექმნისას თუ რომელიმე სვეტს სახელი ” ” ით დაარქვი, ჩათვალე ახლიდან უნდა იწვალო.

    “CoLuMn1” რომ დაარქვა არსად არ იმუშავებს თუ ისევე არ დაწერე მერე და dbms_sql ით თუ ალოგირებ სადმე და მერე უშვებ ეგ საერთოდ ჯოჯოხეთია :))

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *