ალგორითმების გაღრმავებული კურსი თსუ-ში

ჯეოლიმპის ერთ-ერთი შემქმნელი, ელდარ ბოგდანოვი, ამ სასწავლო სემესტრიდან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ”ალგორითმების გაღრმავებულ კურსს” წაიკითხავს : )

ჩემი აზრით, კურსში ბევრი საინტერესო მასალაა ალგორითმების შესახებ. თემებს შორის არის – გრაფთა თეორია, მათი სახეები / რეალიზაცია, სიგანეში და სიღრმეში ძებნა, უმოკლესი გზების, ციკლების და ბმული კომპონენტების პოვნა; გრაფებთან და ხეებთან დაკავშირებული კლასიკური ამოცანები; რიცხვთა თეორიის საფუძვლები; ალგორითმები სტრიქონებზე; ვარიანტების სრული გადარჩევა რეკურსიის და ბიტმასკების მეშვეობით;
დინამიური პროგრამირება.

სრული სილაბუსი ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.

კურსი მჭიდროდ იქნება დაკავშირებული სხვადასხვა პროგრამირების შეჯიბრებებთან (GeOlymp, Codeforces, TopCoder…) და კოდები ავტომატურ რეჟიმში მატესტირებელი სისტემით გაიტესტება.

ასე რომ, ვინც თსუ-ს კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლობს, კოდის წერა უყვარს, პროგრამირებას სერიოზულად უყურებს და მეცადინეობის ხასიათზეა, გირჩევთ : )

2 thoughts on “ალგორითმების გაღრმავებული კურსი თსუ-ში

  1. @Jibla
    არა სამწუხაროდ :( კომპიუტერული ოთახია და შეზღუდული ადგილებია..
    არადა კარგი იქნებოდა

გამოხმაურება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>