პოსტერის დიზაინის კონკურსი. პრიზი – ვაკომის პლანშეტი

:) ნორმალურ პოსტებს ცოტა ხანში დავუბრუნდები..  მანამდე კი – ერთ კონკურსს გადავაწყდი. სამწუხაროდ ცოტა გვიან ვნახე და სამი დღეღაა დარჩენილი დასრულებამდე.

შესაქმნელია www.freelancereview.net საიტის პრომო პლაკატი.

კონკურსის აღწერა, პირობები და პრიზები იხილეთ აქ:
http://99designs.com/contests/34680/brief

კიდევ ერთი ლოდინი დასრულდა…

ბლა ბლა ბლა მიზეზების გამო ბოლო ერთი თვე გზაში იყო და ახლახანს ჩამოვა ჩემთან ის რაღაცა, რაზეც 9 თვის წინ მქონდა პოსტი (Gadgets from my wishlist). მაშინაც და შეძენამდე ერთი დღით ადრეც არ ვფიქრობდი რომ მაგას ავირჩევდი.. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე რომ არც თუ ბევრი რამ მინდა.. უფრო სწორედ არაფერი მინდა ამდენი ხნის განმავლობაში (ამის გამოკლებით) და გამოვიწერე Wacom Cintiq 12wx.

ნუ, თუ არ ცდის ადამიანი, ბევრიც რომ ვილაპარაკო ძნელი აღსაქმელი იქნება – ძალიან მოსახერხებელია. წარმოიდგინეთ, რომ ფურცელზე გაქვთ ფოტოშოპის შესაძლებლობები (ძირითადად ამასთან მაქვს შეხება, თორემ სამ განზომილებიან ობიექტებზე მუშაობისასაც ხშირად გამოიყენება).

ფანქარს 1024 დაჭერის (pressure) დონე აქვს და ამის გამო ძალიან გავს ნამდვილს. ერთადერთი ხმა არ აქვს :D ხატვის დროს..  არც დაყოვნების დროს შეამჩნევთ. ეკრანზეც ზუსტად იმ დროს დადის კურსორი, რა დროსაც ფიზიკურად ფანქარი.

ზედ არსებული shortcut ღილაკები ყველანაირად ხელს უწყობენ მომხმარებელს, რომ კომპიუტერის კლავიატურაზე არ მოუწიოთ ხელის გადაყოფა :D

პლანშეტის ეკრანი ცალკე მონიტორად უერთდება კომპიუტერს და უფრო დიდი სივრცეა ^^

ჯერჯერობით ნაკლი, რაც თვალში მხვდება, ბევრი კაბელები და ბლოკებია. ერთგან თუ ააწყობ, იმის მიგრაციას ერთი საათი უნდა :D  საერთო ჯამში კი იმაზე კმაყოფილი ვარ, ვიდრე შეიძლება :)

ეხლა მთავარია მოვიფიქრო, ლეკვას როგორ ვაჩვენო. თუ არა და მთის და მუჰამედის პრინციპით ვიმოქმედებ :D

wacom-copy

p.s. სურათს ხვალ დღის სინათლეზე გადავუღებ :)

7 სტატია ვებ დიზაინერებისთვის

_Drip by sc3l

_Drip by sc3l

ეს ბოლო კვირა სახლში მომიწია ყოფნა და დროც შედარებით მეტი მქონდა.

დათვალიერებული საიტებიდან ბევრი სასარგებლო რამ გავიგე, ამიტომ ამ კვირაში შერჩეულ შვიდეულს გთავაზობთ:

 

1. Principles of Design by Patrick McNeil

2. jQuery examples and best practices

3. 45 Fresh out of the oven jQuery plugins

4. 12 Web design galleries that move me

5. Absolute columns

6. Don’t copy a design  - Steal it

7.  Manage focus effectively using contrast

დიზაინერების კონკურსები

 

 

 

დღეისთვის საიტის სტატისტიკას ასეთი სახე აქვს:

მონაწილე დიზაინერები: 26, 868
ნამუშევრები: 1,265,149
ჩატარებული კონკურსები: 17,244
ჯილდოდ გაცემული ჯამური თანხა: $3,758,921 

ამ წუთას კი გაშვებულია 349 კონკურსი, რომელთა ჯამური საპრიზო ფონდია $112,007.

პრიზის მიუხედავად ამ კონკურსებში მონაწილეობა (რეგისტრაცია უფასოა) გამოცდილებას ამაღლებს, ახალ იდეებს აძლევს დიზაინერს და ნამუშევრების რიცხვსაც უზრდის. ასე რომ, თავისუფალ დროს შეგიძლიათ უბრალოდ ცადოთ :)