პირობითი კომენტარები HTML კოდში

ხანდახან მეტად გამაღიზიანებელია IE-ს საქციელი. წერ css სტილებს, ყველა ნორმალურ ბრაუზერში ნორმალურად მუშაობს, მაგრამ Internet Explorer-ში, რომელსაც ჯერ ჯერობით მაინც ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს, რაღაცეები აბდა უბდა გამოდის.
ზოგიერთ ასეთ შემთხვევაში მოსახერხებელია პირობითი კომენტარების (conditional comments) გამოყენება რომლებიც მხოლოდ MS Internet Explorer-ში მუშაობს.
ამ კომენტარებს IE-ს ვერსიების გარჩევაც კი შეუძლიათ 5.0-დან ზევით.
მაგალითად:

სხვა ბრაუზერები კი მთელ ტექსტს კომენტარად აღიქვამენ (<!– –>) ნიშნების გამო.

რადგან ეს html სტრუქტურის ნაწილია, პირობით კომენტარებს css გვერდებში ვერ ჩავრთავთ, სამაგიეროდ შეგვიძლია ასეთი რამის გაკეთება:

<link rel="stylesheet" type="text/css" href="common.css" />

შესაძლო პირობები: