Programming paradigms :)

:) რაღაცით კარგი დღეა დღეს :) )) ნუ, დილა არ ითვლება :P  ეზოში ყველაფერს გადავუარე მგონი :) )) თითები გავიტაოტიანე :) ) და კიდევ ბევრი უსიამოვნო წვრილმანი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ კარგ ხასიათზე დადგომა ჯობდა, თორემ ნაკაწრები არ ამცდებოდა..

მერე რაღაცები წარმატებით დამთავრდა :) რამხელა სიამოვნებაა ხომ პროგრამაში შეცდომების გასწორება? :P

მთავარი მაინც კარგი განწყობაა :) იღბალი მოაქვს :P

ამ პოსტში ისევ ლექციებზე საუბარი მინდოდა და გადავუხვიე. ყველაფერი იოსების ახალი პოსტის ნახვით და ლეკვას რჩევით დაიწყო :)

სტენფორდის (და კიდევ სხვების) ლექციები იუთუბზე.. მმმ… კონკრეტულად Programming paradigms, რომელსაც პროფესორი ჯერი კეინი კითხულობს. ცარცის დაფა მომწონს :P და ლექტორის იუმორი :) ) კარგი მოსასმენია. საინტერესო :) მოკლედ თქვენც გირჩევთ..

Gadgets from my Wishlist

Cintiq 12wx

Cintiq 12WX

მმმ… ეს ყველაზე გემრიელი რაღაცაა. სახატავი ელექტრონული დაფა – Wacom Cintiq 12WX.

ჩემს wishlist-ში ალბათ უფრო მისი სხვა მოდელი შევა, მაგრამ ეს იდეალური ვარიანტია. ხატვის დროს ზედ დაფაზე ჩანს ყველაფერი.

Tilt-shift ფოტოგრაფია

 
არ ვიცი ამას როგორ ეძახიან ფოტოგრაფები ქართულად. ვიკიპედიას თუ დავუჯერებ, გადაღების ერთ-ერთი ტექნიკაა, რომლის მიხედვით კამერის ლინზის მოძრაობით ფოკუსი იცვლება და საკმაოდ უჩვეულო ფოტო მიიღება. გადაღებული ობიექტი მინიატურული ჩანს.

 

ფოკუსის ცვლილება უკვე გადაღებულ ფოტოზეც შეიძლება. მაგალითად Photoshop-ის ან მსგავსი რედაქტორის გამოყენებით :D მხოლოდ რამდენიმე მოქმედებაა საჭირო. ნაბიჯები შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ.

ფოტოს ორიგინალი, ანუ მანამ დავამახინჯებდი :D ამ ბმულზეა: werol

ამ ეფექტის გამოყენებით შექმნილი ბეევრი ფოტო

Flickr-ზე:

 

Smashingmagazine-ზე:

Ballade Pour Adeline

 

ფოტოს ავტორი: rHytHm123

ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიცია, რომელიც რაღაც არარეალურს მაგონებს.. :tender:
რიჩარდ კლეიდერმანის Ballade Pour Adeline.

mp3 ვერსია
კომპოზიციის ნოტები პიანინოსთვის