RSS (Really Simple Syndication)
Saturday, May 2nd, 2009ანუ როგორ არ გამოგვრჩეს ახალი პოსტები საყვარელი ბლოგებიდან
”RSS ვებ წყაროების (feed) ფორმატების ოჯახის წარმომადგენელია და ხშირად განახლებადი ინფორმაციის (ბლოგის წერილები, ტვიტერის სტატუსები, ახალი ამბები) გამოსაქვეყნებლად გამოიყენება.” - ვიკიპედია
მაგალითისთვის ბლოგი ავიღოთ. არსებული სკრიპტების უმრავლესობას უკვე აქვს RSS დოკუმენტის დაგენერირების შესაძლებლობა. ეს არის განსაზღვრული ფორმატის ფაილი, რომელშიც ის ყველაფერი წერია, რაც ბლოგზე, მხოლოდ არა ადამიანის, არამედ პროგრამისთვის აღქმად ენაზე. პოსტების სათაურები, პოსტები, გამოქვეყნების თარიღები და ყველა დანარჩენი ინფორმაცია. ასეთი დოკუმენტის მაგალითია xml ფაილი http://samurai.ge/feed/ ბმულზე. მაგრამ რისთვის არის საჭირო ბლოგის ასე გადაწერა, როცა ისედაც მოხერხებულად ვკითხულობთ ადამიანურ ენაზე?
ასეთი feed-ების წასაკითხად სპეციალური აპლიკაციები/საიტები არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია Google Reader. ამ Reader-ის საშუალებით ’გამოვიწერთ’ ბლოგებს
(ან თუნდაც სხვა ტიპის საიტებს, რომლებსაც RSS feed გააჩნიათ). გამოწერაში იგულისხმება, რომ თქვენს რიდერში თავს მოიყრის ყველა პოსტი, რაც ’გამოწერილ’ ბლოგებზე გამოქვეყნდება. ისინი თარიღის და საიტების მიხედვით ლაგდება. თანაც მიგითითებთ, რომელი სიახლე წაიკითხეთ უკვე და რომელი - არა.
კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მომწონს, სიახლეების sharing-ის შესაძლებლობაა. ანუ, თუ ვთქვათ მეგობარმა ზე-საინტერესო პოსტი ნახა რომელიმე მის გამოწერილ ბლოგზე, შეუძლია ის სხვებს ’გაუზიაროს’ : ) სხვებში მისი google მეგობრები იგულისხმება, ანუ კონტაქტები. ამიტომ გემრიელი რაღაცეები შეიძლება ისეთი საიტებიდან მოგივიდეს, რომ არც გქონდეს ნანახი..
უარყოფითი მხარეც არის, რა თქმა უნდა
მკითხველში ყველაფერი ერთნაირია გარეგნულად. მხოლოდ ტექსტი და ფოტოები. ბლოგების დიზაინი კი არსად ჩანს
მე კი ვთვლი, რომ დიზაინი (საერთოდ ბლოგის გარეგნული გარემო) ძალიან მოქმედებს პოსტის აღქმაზე. ამიტომ საყვარელ საიტებს მაინც ჩვეულებრივ პირდაპირ ვსტუმრობ და არა რიდერის გამოყენებით
პ.ს. Google Reader-ით სარგებლობისთვის google-ის ექაუნთია აუცილებელი. (თუ ჯერ არ გაქვთ, შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ბმულზე : ) )

girl_haha და
girl_smile
