‘გამოცდა’ ტეგით გამოქვეყნებული წერილები

Zend PHP Certification

Saturday, August 15th, 2009
Zend | PHP Company

წელიწადზე მეტია რაღაც ჟინს ვყავარ შეპყრობილი, რომ Zend-ის სასერტიფიკაციო გამოცდა ჩავაბარო. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისთვის მომზადების პერიოდში ბევრ რამეს ვისწავლი, მეორე იმიტომ, რომ შემეძლება ჩემთვის რაღაცით მაინც განვსაზღვრო რა დონეზე ვიცი ენა და მესამე იმიტომ, რომ რაღაცნაირად მომწონს ამ გამოცდისთვის მზადების პროცესი.

მთელი რიგი მიზეზების გამო, რომელთა შორის დიდი ადგილი სიზარმაცეს უკავია :) გეგმის ეს პუნქტი სულ უკანა და უკანა გვერდებზე მიიწევს. ამიტომ ბლოგზე დავწერ და უკან დასახევს გზას აღარ დავიტოვებ :)

ამას გარდა, მარტო მეცადინეობა და კითხვა ძალიან მოსაწყენია. მეგობრებს მისთვის ჯერ ჯერობით არ ცალიათ. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე ჩემს თავს წავუკითხო ლექციები :) და ჩემს თავს შევუდგინო სავარჯიშოები, რომლებსაც ბლოგზე გამოვაქვეყნებ ხოლმე..

პ.ს. სავარჯიშოებს რაც შეეხება, ერთადერთი რაც ვნახე - The Zend PHP Certification Practice Test Book ეს არის. ეს კი ძალიან ცოტაა. ზოგადად შეცდომებზე ვსწავლობ და ბევრი ამოცანები მინდა ^^

თუ ვინმე გამიმხელთ კარგ რესურსს, მადლობელი ვიქნები :)