To post or not to post…
Tuesday, August 4th, 2009ხელი ვერ მიბრუნდება იმის დასაწერად, რომ ჩემი შვებულება დასრულდა
მაგრამ არაფერს ხომ ფასი არ აქვს დასასრულის გარეშე. სამაგიეროდ, იმდენი მხიარულებით და სიცილით რამდენიმე წლის სიცოცხლე მომემატა და იმ წლებისთვის გასახსენებლადაც ბევრი ბედნიერი წუთი შევმატე მოგონებების სკივრს.
ბუნებაში გასვლა და სიმშვიდე იმით მაინც მიყვარს, რომ ახალი იდეები წვიმასავით მოდის, განხორციელება თქვი შენ… თანაც ხანდახან საჭიროა ხოლმე გვერდზე გადგომა, ან ზევიდან დახედვა, ან ცივი გონებით განსჯა და პრობლემების მოგვარებაც მარტივია ასე..
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მომენატრა ჩემი დღიური, ინკოგნიტო ბლოგიც და სხვებისაც მშურს უკვე, პირად თემებზე რომ წერენ პოსტებს.. ჰოდა, გადავწყვიტე ამ ისედაც აჯაფსანდალ ბლოგს ახალი ტიპის წერილები შევმატო. თუნდაც იმიტომ, რომ გულის სათქმელის გამზიარებლები სანაპიროზე დავტოვე v_v და ჯერ კიდევ არ აპირებენ ჩამოსვლას.

