Programming paradigms :)

:) რაღაცით კარგი დღეა დღეს :) )) ნუ, დილა არ ითვლება :P  ეზოში ყველაფერს გადავუარე მგონი :) )) თითები გავიტაოტიანე :) ) და კიდევ ბევრი უსიამოვნო წვრილმანი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ კარგ ხასიათზე დადგომა ჯობდა, თორემ ნაკაწრები არ ამცდებოდა..

მერე რაღაცები წარმატებით დამთავრდა :) რამხელა სიამოვნებაა ხომ პროგრამაში შეცდომების გასწორება? :P

მთავარი მაინც კარგი განწყობაა :) იღბალი მოაქვს :P

ამ პოსტში ისევ ლექციებზე საუბარი მინდოდა და გადავუხვიე. ყველაფერი იოსების ახალი პოსტის ნახვით და ლეკვას რჩევით დაიწყო :)

სტენფორდის (და კიდევ სხვების) ლექციები იუთუბზე.. მმმ… კონკრეტულად Programming paradigms, რომელსაც პროფესორი ჯერი კეინი კითხულობს. ცარცის დაფა მომწონს :P და ლექტორის იუმორი :) ) კარგი მოსასმენია. საინტერესო :) მოკლედ თქვენც გირჩევთ..

ecorner – სტენფორდის ”პოდკასტები”

აკადემიური წლის განმავლობაში ყოველ ოთხშაბათს სტენფორდის უნივერსიტეტში The Entrepreneurial Thought Leaders ლექციათა სერია ტარდება. მათი პოდკასტები კი საიტზეა გამოქვეყნებული..

 

ამ ლექციების წასაკითხად სხვადასხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლებს იწვევენ. მაგალითად, 2006 წლის შემდეგ სტუმრებს შორის იყვნენ შემდეგი ფირმების, სასწავლო დაწესებულებების და პროექტების წარმომადგენლები:Google, Mozilla, Yahoo!, Microsoft, Nokia, eBay, NVIDIA, Silicon Valley Bank, Google Analytics, InCube Labs, BitTorrent, Tesla Motors,Autodesk, Aruba Networks, LinkedIn, Facebook, OdeoHarvard Business School, London Business School, PodShow, Glu MobileDNA Direct, Genomic Health, Wikia,Warner Music და სხვა.

 

პოდკასტები შეგიძლიათ ამ ლინკზე აირჩიოთ და პირდაპირ მოუსმინოთ ლექციას (რეგისტრაციისა და სხვა პროცედურების გარეშე)