‘google’ ტეგით გამოქვეყნებული წერილები

Tips: ძიების გამარტივება Google-ში

Tuesday, February 24th, 2009

უფრო კონკრეტულად რომ მივუთითოთ, რას ვეძებთ, Google-ს აქვს სპეციალური ოპერატორები (შეიძლება იყოს სიტყვები ან პუნქტუაციის ნიშნები).  

[ ] ფრჩხილებში ძებნის მაგალითებია მითითებული.

 

OR  - ’ან’. [Google OR Yahoo] შედეგად გამოიტანს საიტებს, რომელიც ან მხოლოდ სიტყვა Google-ს შეიცავს ან მხოლოდ Yahoo-ს. OR აუცილებლად მთავრული ასოებით უნდა ეწეროს. 

 

” ”  - ბრჭყალები ფრაზის მოსაძებნად გამოიყენება. გუგლი ზუსტი თანმიმდევრობით ეძებს იმ სიტყვების ერთობლიობას, რასაც ბრჭყალებში ჩავსვამთ. [lyrics "You'll remember me when the west wind moves"]

 

 (-) - მინუსი გამორიცხავს. [fields of gold -Sting] 

 

(+) - ზუსტად ისე მოძებნის სიტყვას, როგორც არის და არა მის სინონიმებს, როგორც ამას გუგლი აკეთებს ხოლმე. [+რეცეპტი ცხელი +შოკოლადი] ამ მაგალითის შედეგად გამოსულ საიტებზე აუცილებლად იქნება სიტყვები ’რეცეპტი’ და ’შოკოლადი’.

 

(*) - ვარსკვლავები შეგვიძლია ჩავწეროთ ფრაზაში იმ სიტყვების მაგივრად, რომლებიც არ ვიცით. [the * brown fox jumps over a * dog]

 

 

site: ეძებს მხოლოდ მითითებული  დომეინის ფარგლებში. [სტატია site:samurai.ge] ამის შედეგად მივიღებთ საიტებს, რომელზეც ნახსენებია სიტყვა ’სტატია’ და აუცილებლად არის samurai.ge დომენზე. [სტატია site:ge] ეს კი მოძებნის ყველა საიტზე, რომელიც ge დომენზეა.

 

filetype:  ეძებს განსაზღვრული ტიპის დოკუმენტებს

 

link: ეძებს იმ საიტებს რომლებზეც მითითებული საიტის ლინკია. 

[link:amazon.com] გამოიყვანს იმ საიტებს, რომლებზეც ამაზონზე გასასვლელი ბმული დევს.

 

intitle: გუგლი ეძებს საიტის სათაურებში. [google intitle:analytics] შედეგად მივიღებთ საიტებს, რომელთა სათაურში აუცილებლად არის სიტყვა ‘analytics’. ხოლო თუ გვინდა რომ ყველა საძიებო სიტყვა იყოს სათაურში, მაშინ [intitle:google intitle:analytics]  ან ვიყენებთ allintitle-ს.  [allintitle: google analytics]

 

inurl: ეს ჩემი საყვარელია :) სიტყვებს ეძებს საიტის url-ში (მისამართში). [inurl:rapidshare inurl:ebook] ან [allinurl: rapidshare ebook]

 

define: იძლევა სიტყვის განსაზღვრებას, სინონიმებს, მაგალითებს, ა.შ [define:samurai]

cache: აბრუნებს გუგლის მიერ კეშირებულ გვერდს

 

recommended
Google guide - making searching even easier
Unofficial Google advanced search