კოდის წერის სიჩქარის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება

არა მარტო კოდის :)

ალბათ უმეტესი თქვენგანი უკვე იყენებს მას ან მის ალტერნატივას. ზოგიერთ IDE-ს ჩადგმული აქვს მისი შესაძლებლობები.

მე კი მხოლოდ დღეს ვნახე Nettuts+ საიტზე და უკვე შემიყვარდა. ლაპარაკია Texter პროგრამაზე.

მისი საშუალებით სიტყვებს ან სიმბოლოებს ვაბამთ სრულ სკრიპტებს, კოდის ფრაგმენტებს, თუნდაც წერილის შაბლონებს და წერის დროს უკვე ამ სიტყვებს ვიყენებთ shortcut-ის როლში იმ დიდი ტექსტის ჩასასმელად.

არა მარტო ტექსტს ვაბამთ. შესაძლებელია მაკროსების წერაც. მაგალითად, თუ წინადადების ბოლოს გაგვახსენდა, რომ წინადადება <p></p> პარაგრაფის ტეგებში უნდა ჩაგვესვა, Texter-ს შეუძლია ისევ რაღაც წინასწარ განსაზღვრული shortcut-ით ეს ტეგები ჩაუსვას, თუ ამ shortcuts განვსაზღვრავთ მაკროსით: {HOME}<p> {END}</p>

ძალიან ზოგადად ვლაპარკობ, იმიტომ რომ ვფიქრობ ვიდეოში ყველაფერს დაწვრილებით ხსნის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რედაქტორი – ჯეფრი ვეი. ვიდეო ამ ბმულზეა.

Hotstring-ის დამატება Texter-ში

Hotstring-ის დამატება Texter-ში

როგორც ჩანს LifeHacker-ის Texter-ის გარდა კიდევ არსებობს მისი მსგავსი პროგრამები, მაგრამ მე უკეთესი ვერ შევარჩიე. ამას კი ჯერჯერობით რაც ვუპოვე ერთადერთი ნაკლი უნიკოდია. არა მარტო ის, რომ უნიკოდი თვითონ პროგრამას არ ესმის, არამედ ხელსაც მიშლის, როცა სხვაგან ვწერ ქართულად და პროგრამის გათიშვა მიწევს.. მიუხედავად ამისა მაინც საშინლად მოსახერხებელია :D

NetBeans IDE + Subversion

საიდან დავიწყო არ ვიცი… :)

სულ თავიდან მჭირდებოდა რამე IDE php-ისთვის. ჩვეულებრივ Dreamweavers ვიყენებ ამ ენისთვის, იშვიათად notepad++. მაგრამ დებაგს მაინც ვერ ველევი, tasklist-იც მაკლია :( და დღეს გადავწყვიტე კიდევ ერთხელ ჩამოვუარო სხვა IDE-ებს.

პირველ რიგში მივიწყებული Aptana გავუშვი. დიდის ამბით გადავიტანე პროექტები, მაგრამ რად გინდა. სერვერებს ვერაფერი მოვუხერხე. ვაღიარებ, ჩემი ბრალია :blush2: მაგრამ მაინც ვერაფერი ვნახე bundled სერვერებზე. და ბოლოს იმდენად დამღალა, თავი დავანებე. + ამას რაღაცნაირად ნელია. და არც დებაგი აქვს მთლად ისეთი, რისი ხათრითაც დავრჩებოდი…

Eclipse-ს ვერ მოვერგე… მომავალ ჩამოვლაზე კიდევ შეიძლება მოსინჯვა..

მერე გამახსენდა რომ ჩემს საყვარელ NetBeans აქვს php-ის სამუშაო გარემო, რომელიც ცალკე აპლიკაციად (მხოლოდ PHP) შეიძლება გადმოწეროს კაცმა. საკმაოდ სწრაფია და მოსახერხებელიც თავისი პლაგინებით.. ერთადერთი რაც ხელს მიშლის, უნიკოდია. ქართული ასოები რომ გამოჩნდეს, sylfean ფონტი უნდა იყოს რედაქტორში არჩეული. sylfean-ი კიდევ მონოსპეისდი არ არის :D

ფონტებს ადრე არც ვაკვირდებოდი ხოლმე, მაგრამ როცა ჩვეულებრივი ფონტით დაიწყებთ პროგრამის წერას, მაშინვე შეეტყობა, რატომაც არის ძნელი.. :)  ყველა ასო ერთი სიგანის უნდა იყოს. მე მგონი ფონტების რედაქტორი დამეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში..

აი, მერე დაიწყო არც თუ ისე სასიამოვნო რაღაცა. თურმე Subversion-ის ვერსიებთან აქვს პრობლემა. ნეტბინსი მის 1.5.x ვერსიას ერგება. არადა ჩემთან უკვე 1.6.x წერია… ასე რომ გადატანილ პროექტებზე, შენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ ვერ გადავწერ-გადმოვწერ-დავააფდეითებო.. უკუთავსებადი არ ყოფილა…

რა შეიძლება ქნას ადამიანმა? ძველ ვერსიაზე დააბრუნოს subversion-ი. მაგრამ ოფიციალურ საიტზე ძველ ვერსიას ვერ ნახავთ :) სამაგიეროდ შეხვდებით პითონზე დაწერილ დაუნგრეიდის სკრიპტს. და ინსტრუქციას: ”გამოძახების დროს პარამეტრად –help გადაეციო”. ასეთ დროს უკვე დაღლილი ხარ და შეიძლება ვერ მიხვდე რას უნდა ნიშნავდეს მთავარი პარამეტრის აბრევიატურა WC_PATH. მოკლედ დავიწყე სკრიპტში ქექვა :D

ეს იმ პროექტის ძირეული დირექტორიაა, რომლის ვერსიის შეცვლაც გინდათ. ანუ მთავარ პროგრამას სინამდვილეში არაფერი მოსდის. მხოლოდ იმ ერთ პროექტს შეეცვლება svn-ის ფაილების ფორმატი.

პ.ს. თუ ამ გზით წახვალთ, ჩემსავით არ დაგავიწყდეთ, რომ კონსოლიდან გაშვების დროს პარამეტრებს ბრჭყალები უნდა :D

პ.პ.ს. ბზობის დღესასწაულს გილოცავთ :)