ქართული ვები მათთვის, ვინც უსმენს

10 წელზე მეტია, რაც ქართული ვებ სივრცე არსებობს და ყოველ დღე ვქმნით მას, ის კი ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს ქმნის. სამწუხაროდ, საქართველოში არის ათეულობით ათასი ადამიანი, ვისთვისაც მისი სიკეთეები ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.

თუ გსურთ შეიტყოთ:
– როგორ იყენებენ უსინათლო ადამიანები კომპიუტერს, ინტერნეტს, ელექტრონულ ფოსტას, სოციალურ ქსელს…
– რა ტექნოლოგიები და პრობლემები არსებობს საქართველოში ამ კუთხით
– რა მინიმალური რესურსით შეგვიძლია გავხადოთ ქართული ვებ სივრცე ხელმისაწვდომი

ან გაგვიზიაროთ მოსაზრებები, მაშინ შემოგვიერთდით 14 მაისს, 14:30 საათზე.
ა/ო ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტთან (IDIT) ერთად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ვატარებთ კონფერენციას – “შეუზღუდავი შესაძლებლობები ონლაინსივრცეში”.

გეგმა ასეთია:

202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლის პედაგოგი, ინკლუზიური განათლების სპეციალისტი – კახა ცხოვრებაშვილი გაგვაცნობს ეკრანის წამკითხველებს და ოპტიმიზაციის პერსპექტივებს.

გიორგი გვასალია, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი – წარადგენს ხმოვან ვებგვერდს, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის სტანდარტებს და მიმოიხილავს ქართულ ონლაინსივრცეს.

ბექა ცხოვრებაშვილი, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს პროგრამისტი, მოგვიყვება მეტყველების სინთეზის შესახებ: რა არის ხმოვანი სინთეზატორი და როგორ შეგვიძლია მისი შექმნა. ბექა თავად არის უსინათლო, თუმცა აქტიურად იყენებს ინტერნეტს და წერს პროგრამებს სხვადასხვა პროგრამირების ენაზე. მას ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ეკრანის მკითხველის გაქართულებასა და ქართული ხმოვანი სინთეზატორის შექმნაში.

ალექსანდრე ხუციშვილი, კომპანია Circle-ის უფროსი დეველოპერი, ისაუბრებს ოპერაციული სისტემის ერთ-ერთ აუდიო ინტერფეისზე, რითიც მეტი შესაძლებლობები ეძლევათ უსინათლო დეველოპერებს.

მე კი შემოგთავაზებთ პატარა ექსპერიმენტულ პროექტს – ბლოგების ადაპტირებულ სისტემას, სადაც მომხმარებელს შეუძლია შექმნას საკუთარი ბლოგი, წეროს სტატიები, გამოეხმაუროს სხვა ბლოგებს ან გამოიყენოს შეტყობინებების სისტემა. ასევე ვისაუბრებ, თუ რა შესაძლებლობა არსებობს ვებ სისტემების ადაპტირებისთვის, როგორ მუშაობს ეკრანის წამკითხველი ფარდის უკან, რა მნიშვნელობა აქვს საიტის სემანტიკურ სტრუქტურას და რა სირთულე შეიძლება შეგვხვდეს გზად.

თუ თქვენი საიტი შექმნილია ზოგადი სტანდარტების დაცვით, ძალიან მარტივად, ზოგჯერ ერთ დღეშიც, შეიძლება მისი მინიმალური ოპტიმიზირება, რომ დიდი ნაწილი ხელმისაწვდომი გახდეს უსინათლო მომხმარებლისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის, კონფერენციის ორგანიზატორების და ჩატარების დეტალების შესახებ, ასევე რეგისტრაციისთვის, იხილეთ ღონისძიების გვერდი: https://www.facebook.com/events/1938015203106845

ჩემი სემინარი თსუ-ში 2: ვებ სერვისები (SOAP, REST)

🙂 როგორც ჩემს წინა პოსტში ვწერდი, წინა შაბათს – 22 იანვარს სტუდენტურ სემინარებზე ჩემი ”მოხსენება” იყო ვებ აპლიკაციის უსაფრთხოებაზე.

ეს არის დაპირებული ბმული პრეზენტაციაზე, ხოლო ეს არის თვითონ სემინარის შინაარსი. თუ ვინმე ნახავს და შენიშვნები ექნება ან ჩათვლის რომ ვიტყუები 😀 გთხოვთ, დამიკომენტარეთ და გავასწორებ.

ამ შაბათს კი (29 იანვარს ისევ 5 საათზე) ისე მოხდა, რომ ისევ მე ვკითხულობ სემინარს და თემა შეეხება ვებ სერვისებს.

ისევ დავიწყებ შედარებით საბაზო სტრუქტურით და შესავლით, ხოლო შემდეგ ვისაუბრებ SOAP და REST არქიტექტურის მქონე სერვისებზე.

Programming paradigms :)

🙂 რაღაცით კარგი დღეა დღეს :))) ნუ, დილა არ ითვლება 😛  ეზოში ყველაფერს გადავუარე მგონი :))) თითები გავიტაოტიანე :)) და კიდევ ბევრი უსიამოვნო წვრილმანი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ კარგ ხასიათზე დადგომა ჯობდა, თორემ ნაკაწრები არ ამცდებოდა..

მერე რაღაცები წარმატებით დამთავრდა 🙂 რამხელა სიამოვნებაა ხომ პროგრამაში შეცდომების გასწორება? 😛

მთავარი მაინც კარგი განწყობაა 🙂 იღბალი მოაქვს 😛

ამ პოსტში ისევ ლექციებზე საუბარი მინდოდა და გადავუხვიე. ყველაფერი იოსების ახალი პოსტის ნახვით და ლეკვას რჩევით დაიწყო 🙂

სტენფორდის (და კიდევ სხვების) ლექციები იუთუბზე.. მმმ… კონკრეტულად Programming paradigms, რომელსაც პროფესორი ჯერი კეინი კითხულობს. ცარცის დაფა მომწონს 😛 და ლექტორის იუმორი :)) კარგი მოსასმენია. საინტერესო 🙂 მოკლედ თქვენც გირჩევთ..

Tips: ძიების გამარტივება Google-ში

უფრო კონკრეტულად რომ მივუთითოთ, რას ვეძებთ, Google-ს აქვს სპეციალური ოპერატორები (შეიძლება იყოს სიტყვები ან პუნქტუაციის ნიშნები).

[ ] ფრჩხილებში ძებნის მაგალითებია მითითებული.

OR  – ’ან’. [Google OR Yahoo] შედეგად გამოიტანს საიტებს, რომელიც ან მხოლოდ სიტყვა Google-ს შეიცავს ან მხოლოდ Yahoo-ს. OR აუცილებლად მთავრული ასოებით უნდა ეწეროს.

” ”  – ბრჭყალები ფრაზის მოსაძებნად გამოიყენება. გუგლი ზუსტი თანმიმდევრობით ეძებს იმ სიტყვების ერთობლიობას, რასაც ბრჭყალებში ჩავსვამთ. [lyrics “You’ll remember me when the west wind moves”]

() – მინუსი გამორიცხავს. [fields of gold -Sting]

(+) – ზუსტად ისე მოძებნის სიტყვას, როგორც არის და არა მის სინონიმებს, როგორც ამას გუგლი აკეთებს ხოლმე. [+რეცეპტი ცხელი +შოკოლადი] ამ მაგალითის შედეგად გამოსულ საიტებზე აუცილებლად იქნება სიტყვები ’რეცეპტი’ და ’შოკოლადი’.

(*) – ვარსკვლავები შეგვიძლია ჩავწეროთ ფრაზაში იმ სიტყვების მაგივრად, რომლებიც არ ვიცით. [the * brown fox jumps over a * dog]

site: ეძებს მხოლოდ მითითებული  დომეინის ფარგლებში. [სტატია site:samurai.ge] ამის შედეგად მივიღებთ საიტებს, რომელზეც ნახსენებია სიტყვა ’სტატია’ და აუცილებლად არის samurai.ge დომენზე. [სტატია site:ge] ეს კი მოძებნის ყველა საიტზე, რომელიც ge დომენზეა.

filetype:  ეძებს განსაზღვრული ტიპის დოკუმენტებს

link: ეძებს იმ საიტებს რომლებზეც მითითებული საიტის ლინკია.

[link:amazon.com] გამოიყვანს იმ საიტებს, რომლებზეც ამაზონზე გასასვლელი ბმული დევს.

intitle: გუგლი ეძებს საიტის სათაურებში. [google intitle:analytics] შედეგად მივიღებთ საიტებს, რომელთა სათაურში აუცილებლად არის სიტყვა ‘analytics’. ხოლო თუ გვინდა რომ ყველა საძიებო სიტყვა იყოს სათაურში, მაშინ [intitle:google intitle:analytics]  ან ვიყენებთ allintitle-ს.  [allintitle: google analytics]

inurl: ეს ჩემი საყვარელია 🙂 სიტყვებს ეძებს საიტის url-ში (მისამართში). [inurl:rapidshare inurl:ebook] ან [allinurl: rapidshare ebook]

define: იძლევა სიტყვის განსაზღვრებას, სინონიმებს, მაგალითებს, ა.შ [define:samurai]

cache: აბრუნებს გუგლის მიერ კეშირებულ გვერდს

recommended
Google guide – making searching even easier
Unofficial Google advanced search

7 სტატია ვებ დიზაინერებისთვის

_Drip by sc3l
_Drip by sc3l

ეს ბოლო კვირა სახლში მომიწია ყოფნა და დროც შედარებით მეტი მქონდა.

დათვალიერებული საიტებიდან ბევრი სასარგებლო რამ გავიგე, ამიტომ ამ კვირაში შერჩეულ შვიდეულს გთავაზობთ:

 

1. Principles of Design by Patrick McNeil

2. jQuery examples and best practices

3. 45 Fresh out of the oven jQuery plugins

4. 12 Web design galleries that move me

5. Absolute columns

6. Don’t copy a design  – Steal it

7.  Manage focus effectively using contrast