The NetBeans Collaboration Project

ამ პოსტის ესკიზი მას მერე დევს დრაფტებში, რაც Xray-იმ (იმედია არ მიწყენს) ერთობლივი მუშაობის იდეა გამოთქვა. ერთობლივ მუშაობაში კოდის ერთდროულად წერას ვგულისხმობ. წარმოიდგინეთ, რომ გახსნილი გაქვთ NetBeans IDE და რამდენიმე ადამიანი ერთდროულად არედაქტირებთ ერთსა და იმავე ფაილებს.

პირველად რომ ვცადეთ, ფრიად აღფრთოვანებული დავრჩი. დროის პრობლემების გამო, იშვიათად გვიწევდა შეხვედრა, თორემ pair programming და მისი ჯანი. არადა უკანასკნელი ძალიან მომწონს მისი ნაყოფიერების გამო. კოდი უმეტესად შეცდომების გარეშე გამოდის ხოლმე.

NetBeans-ის Developer Collaboration პლაგინი კი ზუსტად ‘remote’ pair programming-ის საშუალებას იძლევა. 🙂 თუ ასე შეიძლება დაერქვას.

რის შესაძლებლობას იძლევა?

მომხმარებლების ჯგუფის წევრებს შეუძლიათ უყურონ ერთსა და იმავე ფაილებს და ნებისმიერი მათგანის მიერ დარედაქტირების შედეგი real-time დროში დაინახონ. თან პროგრამა გიჩვენებთ, რომელი სტრიქონების ცვლილება მიმდინარეობს და რომელი მომხმარებლის მიერ.

პლაგინს მესენჯერიც აქვს ჩადგმული, რომელსაც სხვადასხვანაირად ფორმატირებული შეტყობინებების გაგზავნა/მიღება შეუძლია (ფორმატირებაში კოდის ფორმატირებას ვგულისხმობ. ანუ, იგივენაირად შეიძლება წერა, როგორც ჩვეულებრივ NetBeans IDE-ში – თავისი shortcut-ებით)

NetBeans Collaboration

გარემოს ასაწყობად საჭიროა:

1. Collaboration სერვერის დაყენება და დაკონფიგურირება (ასეთი სერვერი რამდენიმე არსებობს, თუმცა NetBeans-ის Developer Collaboration მოდულები კარგად არის შემოწმებული OpenFire XMPP სერვერთან ერთად სამუშაოდ, ამიტომ მის საიტზე ამ სერვერის დაყენებას გვირჩევენ და ინსტრუქციაც დევს).

2. NetBeans IDE-ში საჭიროა Developer Collaboration პლაგინის დაინსტალირება.

3. მომხმარებლების დამატება OpenFire-ის ადმინისტრატორის პანელიდან და შემდეგ ამ მომხმარებლების შესვლა (log in) NetBeans IDE-დან.

გამოხმაურება

comments

2 thoughts on “The NetBeans Collaboration Project

  • 17 ივნისი, 2009 at 01:49
    Permalink

    მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ჩინურია, მაინც საინტერესო პოსტია. ყოველ შემთხვევაში, როცა დამჭირდება, შემოვალ და ამ ინსტრუქციებით ვიხელმძღვანელებ 😉

    Reply
  • 21 ივნისი, 2009 at 12:02
    Permalink

    lioool თუ ჩინურია როგორაა შენთვის საინტერესო 🙂

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *