Zend PHP Certification

Zend | PHP Company

წელიწადზე მეტია რაღაც ჟინს ვყავარ შეპყრობილი, რომ Zend-ის სასერტიფიკაციო გამოცდა ჩავაბარო. პირველ რიგში იმიტომ, რომ მისთვის მომზადების პერიოდში ბევრ რამეს ვისწავლი, მეორე იმიტომ, რომ შემეძლება ჩემთვის რაღაცით მაინც განვსაზღვრო რა დონეზე ვიცი ენა და მესამე იმიტომ, რომ რაღაცნაირად მომწონს ამ გამოცდისთვის მზადების პროცესი.

მთელი რიგი მიზეზების გამო, რომელთა შორის დიდი ადგილი სიზარმაცეს უკავია 🙂 გეგმის ეს პუნქტი სულ უკანა და უკანა გვერდებზე მიიწევს. ამიტომ ბლოგზე დავწერ და უკან დასახევს გზას აღარ დავიტოვებ 🙂

ამას გარდა, მარტო მეცადინეობა და კითხვა ძალიან მოსაწყენია. მეგობრებს მისთვის ჯერ ჯერობით არ ცალიათ. საბოლოო ჯამში, გადავწყვიტე ჩემს თავს წავუკითხო ლექციები 🙂 და ჩემს თავს შევუდგინო სავარჯიშოები, რომლებსაც ბლოგზე გამოვაქვეყნებ ხოლმე..

პ.ს. სავარჯიშოებს რაც შეეხება, ერთადერთი რაც ვნახე – The Zend PHP Certification Practice Test Book ეს არის. ეს კი ძალიან ცოტაა. ზოგადად შეცდომებზე ვსწავლობ და ბევრი ამოცანები მინდა ^^

თუ ვინმე გამიმხელთ კარგ რესურსს, მადლობელი ვიქნები 🙂

გამოხმაურება

comments

3 thoughts on “Zend PHP Certification

  • 15 აგვისტო, 2009 at 14:08
    Permalink

    მე მაქვს ზენდის ტესტები და ქვევით პასუხებია, თუ არ ვცდები 2007 თუ 2008 წლისაა. თუ გინდა მომწერე მეილზე და გამოგიგზავნი pdf ფორმატშია. 🙂

    ისე მეც ძალიან მინდა ზენდის სერთიფიკატი და შენი არ იყოს მეც მეზარება 🙁

    Reply
  • 12 სექტემბერი, 2009 at 00:11
    Permalink

    თუ არ ვცდები სოსოს აქვს ჩაბარებული ადრე და მიაკითხე რჩევებისთვის 🙂

    Reply
  • 12 სექტემბერი, 2009 at 00:12
    Permalink

    @Jibla
    არა, არ ცდები. ნამდვილად აქვს ჩაბარებული 🙂

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *