კოდის წერის სიჩქარის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება

არა მარტო კოდის 🙂

ალბათ უმეტესი თქვენგანი უკვე იყენებს მას ან მის ალტერნატივას. ზოგიერთ IDE-ს ჩადგმული აქვს მისი შესაძლებლობები.

მე კი მხოლოდ დღეს ვნახე Nettuts+ საიტზე და უკვე შემიყვარდა. ლაპარაკია Texter პროგრამაზე.

მისი საშუალებით სიტყვებს ან სიმბოლოებს ვაბამთ სრულ სკრიპტებს, კოდის ფრაგმენტებს, თუნდაც წერილის შაბლონებს და წერის დროს უკვე ამ სიტყვებს ვიყენებთ shortcut-ის როლში იმ დიდი ტექსტის ჩასასმელად.

არა მარტო ტექსტს ვაბამთ. შესაძლებელია მაკროსების წერაც. მაგალითად, თუ წინადადების ბოლოს გაგვახსენდა, რომ წინადადება <p></p> პარაგრაფის ტეგებში უნდა ჩაგვესვა, Texter-ს შეუძლია ისევ რაღაც წინასწარ განსაზღვრული shortcut-ით ეს ტეგები ჩაუსვას, თუ ამ shortcuts განვსაზღვრავთ მაკროსით: {HOME}<p> {END}</p>

ძალიან ზოგადად ვლაპარკობ, იმიტომ რომ ვფიქრობ ვიდეოში ყველაფერს დაწვრილებით ხსნის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რედაქტორი – ჯეფრი ვეი. ვიდეო ამ ბმულზეა.

Hotstring-ის დამატება Texter-ში
Hotstring-ის დამატება Texter-ში

როგორც ჩანს LifeHacker-ის Texter-ის გარდა კიდევ არსებობს მისი მსგავსი პროგრამები, მაგრამ მე უკეთესი ვერ შევარჩიე. ამას კი ჯერჯერობით რაც ვუპოვე ერთადერთი ნაკლი უნიკოდია. არა მარტო ის, რომ უნიკოდი თვითონ პროგრამას არ ესმის, არამედ ხელსაც მიშლის, როცა სხვაგან ვწერ ქართულად და პროგრამის გათიშვა მიწევს.. მიუხედავად ამისა მაინც საშინლად მოსახერხებელია 😀

გამოხმაურება

comments

17 thoughts on “კოდის წერის სიჩქარის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება

  • 26 სექტემბერი, 2009 at 22:39
    Permalink

    მე მასეთი რაღაც რო არსებობდა მაშინ გავიგე პირველად როცა მაკზე დავჯექი :D, იქ არის ასეთი ედიტორი Textmate სადაც შენი custom shortcut-ები შეგიძლია გააკეთო.

    Reply
  • 26 სექტემბერი, 2009 at 22:42
    Permalink

    @ლეკვა
    ხო :)) Textmates სკინკასტებში ვხედავ 😀 და საერთოდ ნელ-ნელა მომწონს მაკი 😀

    Reply
  • 26 სექტემბერი, 2009 at 23:31
    Permalink

    ასევე ვინც notepad++ -ს იყენებთ მსგავსი plugin ი შეგიძლიათ დააყენოთ, მათივე საიტიდან მას Quicktext ქვია!

    Reply
  • 01 ოქტომბერი, 2009 at 20:30
    Permalink

    ვაახ, ამ TextMate-ზე რა ყველამ გაჭედეთ ტო 😀

    Reply
  • 04 ოქტომბერი, 2009 at 09:44
    Permalink

    @jibla, სასწაული აპია და იმიტომ, ემაკსია მთელი თავისი სიმძლავერებით და პახოდუ მაკურ სტილში ლამაზი და საყვარელია.

    Reply
  • 11 ოქტომბერი, 2009 at 21:51
    Permalink

    გოგონა – პროგრამისტი, WordPress-ი, Zend-ის სერტიფიკაცია, NetBeans-ი, Eva Cassidy, ჩამომავალი მზის ხედი სახურავიდან, ზღვა.

    დაუჯერებელია…

    Reply
  • 11 ოქტომბერი, 2009 at 22:02
    Permalink

    @იაგუარი
    😀 არც ისე.. ნუ, დიდი პროგრამისტი არ ვარ.. 🙂 და თან პროგრამისტებიც ადამიანები არიან 😀
    შენ პროგრამისტი გოგონების შეკრება უნდა ნახო რა სასაცილოა (კარგი გაგებით) 😀

    Reply
  • 12 ოქტომბერი, 2009 at 12:24
    Permalink

    პროგრამისტი გოგონების შეკრება??.. ესეთებიც ხდება??.. ოჰო!.. დროს როგორ ჩამოვრჩი…

    Reply
  • 12 ოქტომბერი, 2009 at 12:36
    Permalink

    მინდა გითხრა, რომ საყოველთაოდ სასიამოვნო მოვლენაა 🙂 თორემ დავიღალეთ უკვე ბიჭებმა მარტოობისგან ამ IT სფეროში… მეტი გოგონა გვჭირდება 🙂 ხომ იცი, თქვენ გარეშე ნებისმიერ ატივობას გლობალური მნიშვნელობა ეკარგება 😉

    Reply
  • 12 ოქტომბერი, 2009 at 12:37
    Permalink

    @იაგუარი
    კი რა თქმა უნდა 😀 აბა სად უნდა განვიხილოთ მოდის ახალი ტენდენციები, ჯავასკრიპტის ახალი ბიბლიოთეკები, ბაგების გადაჭრის გზები ან პიცის ახალი რეცეპტები? : P

    Reply
  • 12 ოქტომბერი, 2009 at 13:33
    Permalink

    სხვათაშორის წხლა უცებ კარგი იდეა დამებადა. უფრო სწორედ ადრეც მქონდა რაღაც გეგმები, უბრალოდ გოგონა პროგრამისტების (! 😉 მონაწილეობით მაგ პროექტს შეიძლება სულ სხვა ეფექტი ჰქონდეს… ბევრად უდრო სერიოზული… ასე ვთქვათ 🙂

    მაგრამ როგორ მოგწერო? აქ ეხლა ვერ გავამხელ… 🙁

    Reply
  • 12 ოქტომბერი, 2009 at 13:35
    Permalink

    ერთი კარგი პიცის რეცეპტზე უარს არც მე არ ვიტყოდი…

    Reply
  • 12 ოქტომბერი, 2009 at 13:48
    Permalink

    @იაგუარი

    პიცაზე მეილი მოგწერე

    Reply
  • 20 ოქტომბერი, 2009 at 09:35
    Permalink

    ისე, გაფორმება და გალამაზება ქალის საქმეახოლმე და ეს ნაწილი რომ შეითავსოთ IT სფეროში, მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ტვინჭყლეტვის მოყვარული კაცებისთვის.

    ამ თემას რაც შეეხება, კოდის წერის დროის შემცირების საუკეთესო საშუალებად მაინც წინასწარი, გააზრებული დაგეგმარება მიმაჩნია.

    კოდირება სიამოვნებაა და დროს ფაქტიურად არ საჭიროებს.

    Reply
  • 20 ოქტომბერი, 2009 at 12:32
    Permalink

    @Cpp
    რა თქმა უნდა, გააზრებული დაგეგმარებაა რაც არის 🙂 ამას კი ლოგიკასთან არავითარი კავშირი აქვს, უბრალოდ რუტინული გრძელი ფრაზების შესამოკლებლად არის. მაგალითად ჰტმლ-ის წერის დროს ცსს-ის ან jquery-ის ლინკები რომ უნდა ჩაამატო. მაგაში ხომ არაფერი აზრი დევს, საიდანმე უნდა გადმოაკოპირო ან უარესი, ხელით აკრიფო.

    აი ნეტბინზში რომ არის მაგალითად System.out.println(), ხომ უფრო მოსახერხებელია მაგის sout შორთკატის გამოყენება? 🙂

    Reply
  • 21 ოქტომბერი, 2009 at 09:59
    Permalink

    მე რომ ვუკვირდები, რუტინულ სამუშაოს ყველანაირად გავურბი და ძალიან იშვიათად, ერთი და იგივე რამის წერა მრავალჯერ მიწევდეს.

    ჩემთვის ctrl+space-ც საკმარისია. ვებ დეველოპმენტში ეგ ვარიანტი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება.

    ho, Netbeans კარგი რამეა.

    Reply
  • 28 მარტი, 2010 at 22:32
    Permalink

    Texter-ი კაია რამ არის. მე Zen Coding-ს ვხმარობ notepad++ზე.

    Reply

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: იაგუარი კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *