არ ვიცი ამას როგორ ეძახიან ფოტოგრაფები ქართულად. ვიკიპედიას თუ დავუჯერებ, გადაღების ერთ-ერთი ტექნიკაა, რომლის მიხედვით კამერის ლინზის მოძრაობით ფოკუსი იცვლება და საკმაოდ უჩვეულო ფოტო მიიღება. გადაღებული ობიექტი მინიატურული ჩანს.
ფოკუსის ცვლილება უკვე გადაღებულ ფოტოზეც შეიძლება. მაგალითად Photoshop-ის ან მსგავსი რედაქტორის გამოყენებით 😀 მხოლოდ რამდენიმე მოქმედებაა საჭირო. ნაბიჯები შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ.
ფოტოს ორიგინალი, ანუ მანამ დავამახინჯებდი 😀 ამ ბმულზეა: werol
ამ ეფექტის გამოყენებით შექმნილი ბეევრი ფოტო
ასეთი ფოტოების შექმნას მხოლოდ ჭეშმარიტი პოტო სამურაები შეძლებენ 😀 😛
ამდენი ფინტი-პუშკები რათ უნდა მაგას 😕 მარტო ბლურით ვერ მოახერხებს კაცი ? 😀 :ზარმაცი:
:))
კი, მარტო ბლურით მოახერხებს :)) მანდაც მარტო ბლურია, როგორც მახსოვს. Lens ბლური. უბრალოდ მანამდე მასკას ხატავს. სინამდვილეში მაუსის ორი კლიკია 😛