ბლოგის ავტორი

1M4A7437_tmp_small

Welcome : )

ეს ბლოგი იმიტომ არსებობს, რომ ზოგჯერ ძალიან მინდება სადმე აზრები გამოვხატო.
აჯაფსანდალს ჰგავს აქაურობა და ალბათ ჩემი ცხოვრებაც. უფრო ხშირად კი პროგრამისტული პოსტები მეწერინება. როგორც ჩანს, ამ სფერომ ზედმეტად მომაჯადოვა და გამომდის თუ არ გამომდის, მაინც მასთან ახლოს ვტრიალებ.

ჩემი ტექნიკური ბექგრაუნდის პატარა ნაწილი LinkedIn-ის გვერდზეა, შედარებით პირადი პოსტები კი ბლოგის Personal კატეგორიაშია თავმოყრილი.

ვერ გეტყვით, რომ ამ ამაოების ფონზე აქ რამე ღირებულს ნახავთ : ) თუმცა კარი ღია იქნება.