ხელი ვერ მიბრუნდება იმის დასაწერად, რომ ჩემი შვებულება დასრულდა 😀 მაგრამ არაფერს ხომ ფასი არ აქვს დასასრულის გარეშე. სამაგიეროდ, იმდენი მხიარულებით და სიცილით რამდენიმე წლის სიცოცხლე მომემატა და იმ წლებისთვის გასახსენებლადაც ბევრი ბედნიერი წუთი შევმატე მოგონებების სკივრს.
ბუნებაში გასვლა და სიმშვიდე იმით მაინც მიყვარს, რომ ახალი იდეები წვიმასავით მოდის, განხორციელება თქვი შენ… თანაც ხანდახან საჭიროა ხოლმე გვერდზე გადგომა, ან ზევიდან დახედვა, ან ცივი გონებით განსჯა და პრობლემების მოგვარებაც მარტივია ასე..
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მომენატრა ჩემი დღიური, ინკოგნიტო ბლოგიც და სხვებისაც მშურს უკვე, პირად თემებზე რომ წერენ პოსტებს.. ჰოდა, გადავწყვიტე ამ ისედაც აჯაფსანდალ ბლოგს ახალი ტიპის წერილები შევმატო. თუნდაც იმიტომ, რომ გულის სათქმელის გამზიარებლები სანაპიროზე დავტოვე v_v და ჯერ კიდევ არ აპირებენ ჩამოსვლას.
ისე, ბლოგის და დღიურის კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება ვიპოვე – გადაშლილი სიტყვები.. მივხვდი, რომ ამ პოსტს არასოდეს ექნება ისეთი გემო, როგორიც იმას, რასაც ამ წუთას ხელით ვწერ…
***
დასკვნა გამოვიტანე, რომ მთელი ცხოვრება ლოდინით ვარსებობ.. სულ რაღაცას ველი. რა თქმა უნდა, ლოდინის პროცესში სხვა სასიამოვნო რამეებს ვაკეთებ, მაგრამ მაინც რაღაცას ველი. ეს თავის მხრივ სტიმულს მაძლევს. მაგალითად, შეიძლება მთელი დღე დამღლელი და ძნელი საქმე ძალიან კარგად და ბედნიერი სახით ვაკეთო, თუ ვიცი რომ საღამოს მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ რამეს ან თუ სასიამოვნო გასეირნებას ვუწყობ ჩემს თავს..
ლოდინი იმიტომ გამახსენდა, რომ ჩემი ახლანდელი მდგომარეობა მას ძალიან ჰგავს. ცუდი მხოლოდ ის არის, რომ ხანგრძლოვობა არ ვიცი და არც შედეგი… ეს (განსაკუთრებით თხის რქებისთვის 😀 ) დეპრესიის ნიშნებია. ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლებად ვიფიქრო და თავი ყველანაირად დავაკავო. რომ ადგილი აღარ დარჩეს საფიქრად.. კომპიუტერთან დაჯდომის სურვილიც იმიტომ არ მაქვს, რომ ისევ და ისევ იმ რაღაცაზე ფიქრი არ მინდა. რამის ჩემს თავში შევიტანო ეჭვი (ლოლ).
არადა ფიქრი ჩემი წამალია. რაზეც დაჟინებით ვფიქრობ, ყოველთვის მისრულდება. ოღონდ ამაზე ფიქრი მტკივნეულია და ნება რომ მივცე მთელ ჩემს დღეებს და კვირებს შეიწირავს. რა სასაცილოა ხანდახან ადამიანი.. :))) ყველაზე მეტად კიდევ საკუთარი თავი, განსაკუთრებით წარსულში.. უფრო პატარა, უფრო სულელი და უფრო გულუბრყვილო.
ვფიქრობ უკვე ჯობია დავასრულო წერა, თორემ ეს ცივი ნიავი სასიამოვნო აღარ არის და თანაც რომ დაბნელდება სახურავიდან ვეღარ ჩამოვძვრები..
რა კარგია რომ დაბრუნდი… შენს ბლოგზე შემოვდიოდი ^_^
ფიქრი კარგია 😛 და ხანდახან მტკივნეულ რამეზე ფიქრიც კი სასარგებლოა :).
ამ ბლოგს რომ წერდი სახურავზე იყავი? :O
@Sweet Baby Girl
🙂 სასიამოვნოა. მეგონა რომ ბლოგი უინტერესო იყო არა პროგრამისტებისთვის.. 🙂
@ლეკვა
ჰო :))) ოღონდ ფურცელზე ვწერდი 😀
სასარგებლო კი არის, როგორც მაგალითად ჭინჭრით დასუსხვა ან ფუტკრის ნაკბენი :))) მაგრამ საშინლად აუტანელია. ისევ დასუსხვა ჯობია :))
მზის ჩასვლის შემყურე ახალგაზრდა გოგო სახურავზე ზის და ფილოსოფოსურ, ცხოვრებისეულ დასკვნებს ფურცელზე აღნიშნავს…
რა საყვარლობაა 🙂
გეთანხმები, რომ ლოდინით ვცხოვრობთ. თან კაია თუ იცი რას ელოდები, რა გინდა. შეგიძლია მიმართულება მაინც აირჩიო და რამე გააკეტო რომ ეს ლოდინი შეამცირო.
მაგრამ ტყუილად ცდილობ არ იფიქრო იმაზე რაც გეფიქრება. რავი მე ადრე მსგავს მდგომარეობაში თავს ვიკლავდი სამუშაოთი, სხვა საქმიანობით ოღონდ დრო არ დამრჩენოდა რომ იმაზე მეფიქრა, რაზეც არ მინდოდა ფიქრი. დროებით მშველოდა, მაგრამ მაინც ვუბრუნდებოდი ამ საკითხს.
ჯობია თავიდანვე ღიად შეერკინო პრობლემას. შეიძლება დიდი ხანი დაგჭირდეს, და უსიამოვნო დრო იყოს, მაგრამ საბოლოოდ რაღაცა გადაწყვეტილებამდე მიხვალ და ეს დაგამშვიდებს. imho.
@Quick
:)) welcome.
გამიხარდა შენი კომენტარის მოსვლა :))
ჰო, ალბათ თავის არიდება არ გამოვა 🙂 თან თუ თავს გახსენებს ყოველთვის..
გამოდის რომ ეგ რჩევა მჭირდებოდა 😀 აი ისე, ბოლო მომენტში რომ გადაწყვეტენ ხოლმე 😀 მომეშვა რაღაც ტვირთი :))
ან დღეა კარგი და მეჩვენება 😀
Post! Post! Post! მომწონს, რომ ახალი ტიპის პოსტების წერას იწყებ და ბევრად საინტერესო იქნება შენი ბლოგი. Love that!
ბლოგს სიახლეები უხდება, როგორიც არ უნდა იყოს (ბლოგიც და სიახლეც).
ასე რომ, welcome back!
ჰეი. მეც მოვედი. ხომ შეიძლება? 🙂
ჩემი აზრით ზოგჯერ საკუთარ თავზეც უნდა ილაპარაკო. ხშირად ადვილი არ არის სხვებისათვის იმის ახსნა – რა გაწუხებს, რა გიხარია და ა.შ. მაგრამ საბოლოოდ მაინც სწორედ საკუთარ თავზე საუბრაი გამოგვდის ყველაზე კარაგდ, ასე რომ წასაკითხადაც სწორედ პირადული განცდები, აზრიანი თუ უაზრო ნააზრევია სასიამოვნო.
p.s. მაგარი სურათია! 🙂
@undomiel
:* შეიძლება კი არა, პირიქით 😀
საკუთარ თავზე კი გვიყვარს ლაპარაკი :)) ეგოისტები ვართ და იმიტო :givi:
თან ეტყობა მარტოც ვერ ძლებს ადამიანი.. თუ ვინმეს არ გაუზიარა, რაც მოსწონს ან აწუხებს, თითქოს აზრი აღარ აქვს იმ რაღაცას