ისე მოხდა, რომ ორი კვირის წინ google-ში ამოვყავი თავი 🙂 პოლონეთში, კრაკოვში მათი ოფისია. ხუთი ტექნიკური ინტევიუ ხუთ საათს გრძელდებოდა და საკმაოდ საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა ჩემთვის. აზარტულია, როცა რაიმეს ცოდნაში გცდიან. თუმცა მათი საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღე და თბილისში ვაგრძელებ ჩემს ”მოღვაწეობას” 😀
კიდევ უფრო სასიხარულო იყო ჩემთვის რომ ჩვენიანებთან გავატარე ის ერთი კვირა და ეხლა ცოტა ხანი კიდევ არ მომენატრებიან 😀 ვინც არ იცის რას ვგულისხმობ, ლეკვა და რაჭველა (აწ უკვე გუგლერები) ცოტა ხნის წინ გადასახლდნენ იქ.
ტექნიკური ინტერვიუების დეტალებზე მე მგონი ყველასთან სათითაოდ ვისაუბრე დაწვრილებით 😀 მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს, აქაც დავწერ..
შთაბეჭდილებების გაზიარება არც ისე კარგად გამომდის ხოლმე 🙂 ამიტომ რამდენიმე ფოტო…
ეეეი.. ეხლა დავინახე თითები უკან
თუ არ გეზარება მოყევი რა გასაუბრების დეტალები. და როგორ მოხვდი გასაუბრებაზე ?
მართლაც, კარგი იქნება, თუ არ დაიზარებ და დეტალებს მოგვიყვები. ბევრისთვის იქნება საინტერესო.
@brolia
CV-ის შედეგად.
პოსტში ჩავამატე მეტი დეტალები ინტერვიუზე )
ძალიან საინტერესო იყო , მადლობა 🙂
Happy new year Elle :_*
@/_\
:* :*
მადლობა, გილოცავ :))
გული არ გაიტეხო, შემდეგში აუცილებლად გაგიმართლებს. Gილოცავ ახალ წელს 🙂
@jaba
დიდი მადლობა, მეც გილოცავ 🙂
ჩემი გულის გატეხვა ასეთი ადვილი არ არის 😀 ისე, ცდას აღარ ვაპირებ. ბევრი საყვარელი საქმე დამრჩა ბოლომდე მისაყვანი, ასე რომ გასართობი მაქვს : )
lol ბაიტში 100 000 როგორ შევინახოთ ? O_o
მე მეგონა 255 ს ქაჩავდა მაქსიმუმ 😀