ჯეოლიმპის ერთ-ერთი შემქმნელი, ელდარ ბოგდანოვი, ამ სასწავლო სემესტრიდან თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ”ალგორითმების გაღრმავებულ კურსს” წაიკითხავს : )
ჩემი აზრით, კურსში ბევრი საინტერესო მასალაა ალგორითმების შესახებ. თემებს შორის არის – გრაფთა თეორია, მათი სახეები / რეალიზაცია, სიგანეში და სიღრმეში ძებნა, უმოკლესი გზების, ციკლების და ბმული კომპონენტების პოვნა; გრაფებთან და ხეებთან დაკავშირებული კლასიკური ამოცანები; რიცხვთა თეორიის საფუძვლები; ალგორითმები სტრიქონებზე; ვარიანტების სრული გადარჩევა რეკურსიის და ბიტმასკების მეშვეობით;
დინამიური პროგრამირება.
სრული სილაბუსი ამ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ.
კურსი მჭიდროდ იქნება დაკავშირებული სხვადასხვა პროგრამირების შეჯიბრებებთან (GeOlymp, Codeforces, TopCoder…) და კოდები ავტომატურ რეჟიმში მატესტირებელი სისტემით გაიტესტება.
ასე რომ, ვინც თსუ-ს კომპიუტერულ მეცნიერებებზე სწავლობს, კოდის წერა უყვარს, პროგრამირებას სერიოზულად უყურებს და მეცადინეობის ხასიათზეა, გირჩევთ : )
თავისუფალი დასწრება არ იქნება ლექციებზე?
@Jibla
არა სამწუხაროდ 🙁 კომპიუტერული ოთახია და შეზღუდული ადგილებია..
არადა კარგი იქნებოდა
საღოლ ელდარ.
პ.ს. ისე თსუში სისტემურ პროგრამირებას კიდე აგდებით ეკიდებიან როგორც ჩანს.