jobs.ge საიტის REST კლიენტი ანდროიდზე

ალბათ გსმენიათ თბილისის GTUG-ის შესახებ – ეს არის თბილისის Google Technology User Group ქომუნითი, სადაც ჯერ ჯერობით მაინც დეველოპერები ჭარბობენ. ისინი ქმნიან და ერთმანეთს აცნობენ თავის პროდუქტებს, უყვებიან საკუთარ გამოცდილებას. ამიტომ GTUG-ის შეკრებებზე სხვადასხვა ტიპის სემინარებიც ტარდება ხოლმე. მაგალითად იყო მოხსენებები ანდროიდზე, RESTful ვებ სერვისებზე, რჩევებზე თუ როგორ შეიძლება შევქმნათ უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფა, Responsive web დიზაინზე, გუგლის App Engine-ზე, Cross-platform Mobile Development-ზე, Machine learning-ზე (გუგლის Prediction API), GWT-ზე, გუგლის რუკებზე, NoSQL მონაცემთა ბაზებზე, ალგორითმებზე…

როდესაც პირველი შეკრებები ტარდებოდა იქ ლაპარაკი იყო ანდროიდის აპლიკაციებზე. მეც დამაინტერესა და გადავწყვიტე ერთხელ მაინც მეცადა მობილურის აპლიკაციის დეველოპმენტი. საცდელად jobs.ge-ის კლიენტის წერა დავიწყე, რადგან ამ საიტს სახალხოდ ჰქონდა rss წყაროები. აპლიკაციის ნაწილი, რაც დავწერე, github-ზეა ხოლო მის შესახებ უფრო დეტალურად ამ დოკუმენტში წერია:

jobs.ge REST client application

ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ გადავწყვიტე მობილურის აპლიკაციები ჩემი საქმე არ არის 🙂 და დროც არ მაქვს მის გასაგრძელებლად. მახსოვს რამდენიმემ ინტერესი გამოხატა და თუ ვინმეს სურვილი აქვს შემიძლია გადავულოცო აპლიკაცია კოდებიანად და მან დაასრულოს. არ მოგერიდოთ და კომენტარებში დატოვეთ თქვენი აზრი 🙂 დიდი არაფერია დაწერილი – ორ კვირაში რაც გავარჩიე და დავწერე. რაც არის, დოკუმენტშია აღწერილი.

ობიექტების შედარება (Java)

ვიცით, რომ ობიექტების შედარებისას არის რამდენიმე ვარიანტი:

== შედარების ოპერატორის საშუალებით ვადგენთ მიუთითებენ (refer) თუ არა მითითებები ერთსა და იმავე ობიექტზე;

equals() მეთოდი – ვადგენთ აზრობრივად არის ორი ობიექტი ერთმანეთის ტოლი თუ არა.

 

რა ხდება wrapper კლასების შემთხვევაში? თავიდან ცოტა უცნაურად მომეჩვენა…

ასეთი კითხვა:
 

Integer i1 = 1000;
Integer i2 = 1000; 

if (i1 != i2) System.out.println("Different objects");
if (i1.equals(i2)) System.out.println("Meaningfully equal");

 

კოდის გაშვების შედეგად ვიღებთ:
 

Different objects
Meaningfully equal 

რა შედეგი ექნება ამ კოდს?

Integer i1 = 10;
Integer i2 = 10;

if (i1 == i2) System.out.println("Same objects");
if (i1.equals(i2)) System.out.println("Meaningfully equal");