არა მარტო კოდის 🙂
ალბათ უმეტესი თქვენგანი უკვე იყენებს მას ან მის ალტერნატივას. ზოგიერთ IDE-ს ჩადგმული აქვს მისი შესაძლებლობები.
მე კი მხოლოდ დღეს ვნახე Nettuts+ საიტზე და უკვე შემიყვარდა. ლაპარაკია Texter პროგრამაზე.
მისი საშუალებით სიტყვებს ან სიმბოლოებს ვაბამთ სრულ სკრიპტებს, კოდის ფრაგმენტებს, თუნდაც წერილის შაბლონებს და წერის დროს უკვე ამ სიტყვებს ვიყენებთ shortcut-ის როლში იმ დიდი ტექსტის ჩასასმელად.
არა მარტო ტექსტს ვაბამთ. შესაძლებელია მაკროსების წერაც. მაგალითად, თუ წინადადების ბოლოს გაგვახსენდა, რომ წინადადება <p></p> პარაგრაფის ტეგებში უნდა ჩაგვესვა, Texter-ს შეუძლია ისევ რაღაც წინასწარ განსაზღვრული shortcut-ით ეს ტეგები ჩაუსვას, თუ ამ shortcuts განვსაზღვრავთ მაკროსით: {HOME}<p> {END}</p>
ძალიან ზოგადად ვლაპარკობ, იმიტომ რომ ვფიქრობ ვიდეოში ყველაფერს დაწვრილებით ხსნის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რედაქტორი – ჯეფრი ვეი. ვიდეო ამ ბმულზეა.
როგორც ჩანს LifeHacker-ის Texter-ის გარდა კიდევ არსებობს მისი მსგავსი პროგრამები, მაგრამ მე უკეთესი ვერ შევარჩიე. ამას კი ჯერჯერობით რაც ვუპოვე ერთადერთი ნაკლი უნიკოდია. არა მარტო ის, რომ უნიკოდი თვითონ პროგრამას არ ესმის, არამედ ხელსაც მიშლის, როცა სხვაგან ვწერ ქართულად და პროგრამის გათიშვა მიწევს.. მიუხედავად ამისა მაინც საშინლად მოსახერხებელია 😀