კიდევ ერთი ლოდინი დასრულდა…

ბლა ბლა ბლა მიზეზების გამო ბოლო ერთი თვე გზაში იყო და ახლახანს ჩამოვა ჩემთან ის რაღაცა, რაზეც 9 თვის წინ მქონდა პოსტი (Gadgets from my wishlist). მაშინაც და შეძენამდე ერთი დღით ადრეც არ ვფიქრობდი რომ მაგას ავირჩევდი.. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე რომ არც თუ ბევრი რამ მინდა.. უფრო სწორედ არაფერი მინდა ამდენი ხნის განმავლობაში (ამის გამოკლებით) და გამოვიწერე Wacom Cintiq 12wx.

ნუ, თუ არ ცდის ადამიანი, ბევრიც რომ ვილაპარაკო ძნელი აღსაქმელი იქნება – ძალიან მოსახერხებელია. წარმოიდგინეთ, რომ ფურცელზე გაქვთ ფოტოშოპის შესაძლებლობები (ძირითადად ამასთან მაქვს შეხება, თორემ სამ განზომილებიან ობიექტებზე მუშაობისასაც ხშირად გამოიყენება).

ფანქარს 1024 დაჭერის (pressure) დონე აქვს და ამის გამო ძალიან გავს ნამდვილს. ერთადერთი ხმა არ აქვს 😀 ხატვის დროს..  არც დაყოვნების დროს შეამჩნევთ. ეკრანზეც ზუსტად იმ დროს დადის კურსორი, რა დროსაც ფიზიკურად ფანქარი.

ზედ არსებული shortcut ღილაკები ყველანაირად ხელს უწყობენ მომხმარებელს, რომ კომპიუტერის კლავიატურაზე არ მოუწიოთ ხელის გადაყოფა 😀

პლანშეტის ეკრანი ცალკე მონიტორად უერთდება კომპიუტერს და უფრო დიდი სივრცეა ^^

ჯერჯერობით ნაკლი, რაც თვალში მხვდება, ბევრი კაბელები და ბლოკებია. ერთგან თუ ააწყობ, იმის მიგრაციას ერთი საათი უნდა 😀  საერთო ჯამში კი იმაზე კმაყოფილი ვარ, ვიდრე შეიძლება 🙂

ეხლა მთავარია მოვიფიქრო, ლეკვას როგორ ვაჩვენო. თუ არა და მთის და მუჰამედის პრინციპით ვიმოქმედებ 😀

wacom-copy

p.s. სურათს ხვალ დღის სინათლეზე გადავუღებ 🙂

Eva Cassidy – Over the rainbow

მაწყნარებს, მამშვიდებს და ბედნიერად მაგრძნობინებს თავს. მაშინაც კი, როცა ცუდად ვარ და კარგად გახდომაც არ მინდა 🙂

იმდენად მიყვარს, არ მინდა სადმე დამეკარგოს ან დამავიწყდეს.. ამიტომ აქ უნდა მქონდეს :))

To post or not to post…

ხელი ვერ მიბრუნდება იმის დასაწერად, რომ ჩემი შვებულება დასრულდა 😀 მაგრამ არაფერს ხომ ფასი არ აქვს დასასრულის გარეშე. სამაგიეროდ, იმდენი მხიარულებით და სიცილით რამდენიმე წლის სიცოცხლე მომემატა და იმ წლებისთვის გასახსენებლადაც ბევრი ბედნიერი წუთი შევმატე მოგონებების სკივრს.

ბუნებაში გასვლა და სიმშვიდე იმით მაინც მიყვარს, რომ ახალი იდეები წვიმასავით მოდის, განხორციელება თქვი შენ… თანაც ხანდახან საჭიროა ხოლმე გვერდზე გადგომა, ან ზევიდან დახედვა, ან ცივი გონებით განსჯა და პრობლემების მოგვარებაც მარტივია ასე..

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მომენატრა ჩემი დღიური, ინკოგნიტო ბლოგიც და სხვებისაც მშურს უკვე, პირად თემებზე რომ წერენ პოსტებს.. ჰოდა, გადავწყვიტე ამ ისედაც აჯაფსანდალ ბლოგს ახალი ტიპის წერილები შევმატო. თუნდაც იმიტომ, რომ გულის სათქმელის გამზიარებლები სანაპიროზე დავტოვე v_v და ჯერ კიდევ არ აპირებენ ჩამოსვლას.

Read more

Sweet stuff…

Yiruma – River Flows in You

Twilight-შიც არის ეს კომპოზიცია, ედვარდი რომ უკრავს. და Final Fantasy-ის საუნდტრეკია კიდევ, თუ არ ვცდები. შეგიძლიათ ნახოთ ამავე კომპოზიტორის Kiss the rain..

Keith Jarrett – The Köln Concert (Part 1) January 24, 1975

კომენტარებს არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ძალიან მომწონს 🙂  ბუნების გარემოცვაში თუ მოუსმენთ, უკეთესი ეფექტი აქვს..

Update: მეგონა მოვატყუებდი იუთუბს 😀 და ჩემს ჭკუაში ემბედი გავაკეთებინე. შენც არ მომიკვდე. ჰოდა, რადგან იგივე ფრაგმენტი ვერსად ვნახე, აგერ ლინკი თვითონ იუთუბზე. 🙂

David Lanz – Nightfall

კიდევ ძალიან ლამაზია მისი Cristofori’s Dream

Programming paradigms :)

🙂 რაღაცით კარგი დღეა დღეს :))) ნუ, დილა არ ითვლება 😛  ეზოში ყველაფერს გადავუარე მგონი :))) თითები გავიტაოტიანე :)) და კიდევ ბევრი უსიამოვნო წვრილმანი. ცოტა ხანში მივხვდი, რომ კარგ ხასიათზე დადგომა ჯობდა, თორემ ნაკაწრები არ ამცდებოდა..

მერე რაღაცები წარმატებით დამთავრდა 🙂 რამხელა სიამოვნებაა ხომ პროგრამაში შეცდომების გასწორება? 😛

მთავარი მაინც კარგი განწყობაა 🙂 იღბალი მოაქვს 😛

ამ პოსტში ისევ ლექციებზე საუბარი მინდოდა და გადავუხვიე. ყველაფერი იოსების ახალი პოსტის ნახვით და ლეკვას რჩევით დაიწყო 🙂

სტენფორდის (და კიდევ სხვების) ლექციები იუთუბზე.. მმმ… კონკრეტულად Programming paradigms, რომელსაც პროფესორი ჯერი კეინი კითხულობს. ცარცის დაფა მომწონს 😛 და ლექტორის იუმორი :)) კარგი მოსასმენია. საინტერესო 🙂 მოკლედ თქვენც გირჩევთ..