მმმ… ეს ყველაზე გემრიელი რაღაცაა. სახატავი ელექტრონული დაფა – Wacom Cintiq 12WX.
ჩემს wishlist-ში ალბათ უფრო მისი სხვა მოდელი შევა, მაგრამ ეს იდეალური ვარიანტია. ხატვის დროს ზედ დაფაზე ჩანს ყველაფერი.
Software development, design & other personal stuff
მმმ… ეს ყველაზე გემრიელი რაღაცაა. სახატავი ელექტრონული დაფა – Wacom Cintiq 12WX.
ჩემს wishlist-ში ალბათ უფრო მისი სხვა მოდელი შევა, მაგრამ ეს იდეალური ვარიანტია. ხატვის დროს ზედ დაფაზე ჩანს ყველაფერი.
Update: ახლა ვნახე ნაცნობ ბლოგზე პოსტები ფრილანსერებზე. უფრო დაწვრილებით ამ თემაზე შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე http://www.rachvela.com/search/label/ფრილანსინგი
ამ სიტყვას ქართული განმარტება ვერ მივუსადაგე. ვიკიპედიის მიხედვით ეს არის ადამიანი, რომელიც პროფესიულ მოღვაწეობას ეწევა, მაგრამ ამასთან გრძელვადიან ვალდებულებას არ იღებს დამსაქმებლისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ის შტატში არ არის. უბრალოდ სხვადასხვა კომპანიისგან ან კერძო პირისგან იღებს მოკლე ვადიან დავალებებს.
ფრილანსერს ისეთი მიმზიდველი პირობები აქვს, რომ გადაწყვეტილი მქონდა მეც ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი. რაღაც პერიოდის შემდეგ კი მკვეთრად უარყოფითად შემეცვალა წარმოდგენა. ამ პოსტში მინდა მისი პლიუსები და მინუსები შევაჯამო (რა თქმა უნდა, ჩემი აზრით პლიუსები და მინუსები 🙂 )
1. თავისუფლება დროსა და ადგილში.
ეს ალბათ ყველაზე პრიორიტეტული თვისებაა. თავისუფლება დროსა და ადგილში. შეიძლება დილით იმუშაო, შეიძლება საღამოს. შეიძლება დასვენების დღეები მოიწყო ნებისმიერ დროს. მთავარია ბოლოს დროულად ჩააბარო დავალება. შეიძლება სახლში იყო მოკალათებული მაგიდასთან, შეიძლება მწვანე პარკში.. შეიძლება ”პიჟამოებში” დივანზე :)))) . არ გაკონტროლებენ. შენ უკეთ იცი, დღის რა პერიოდშია ნაყოფიერი შენი მუშაობა. უკეთ იცი, როგორ ხასიათზე ყოფნისას ასრულებ ათჯერ მეტს.. თუ ბავშვები გყავს, მუშაობის ეს ფორმა ყველაზე მეტად მოსახერხებელია. რაც მთავარია თავისუფალი ხარ.
2. არჩევანის თავისუფლება
ფრილანსერი თავად წყვეტს რა ტიპის სამუშაო აიღოს. თავად ირჩევს მიმართულებას და ცვლის ნებისმიერ დროს. თავად იღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს თუ არა მუშაობა ამა თუ იმ პროექტზე.
3. კოლექტივი
არ აქვს მნიშვნელობა როგორ შეეწყობი შენს მორიგ კოლექტივს. უფრო სწორედ, კოლექტივთან შეიძლება საერთოდ არ მოგიწიოს ურთიერთობა. თუ არ მოგეწონება თანამშრომლობა კომპანიასთან, ეს მხოლოდ დროებითია. ცოტა ხანში შენ მასთან არანაირი ვალდებულება არ გექნება.
1. დროის კონტროლი
მიუხედავად იმისა, რომ ფრილანსერობაში ყველაზე მეტად თავისუფლება მომწონს, საბოლოო ჯამში ის ყველაზე დიდ ნაკლოვან თვისებას იწვევს ჩემთვის. ეს დროის კონტროლია. იმისათვის, რომ დროულად შეასრულო დავალება, ჯერ უნდა დაგეგმო.. დროები გაწერო.. საჭირო რესურსები გათვალო.. კარგია, როცა შენი თავის მენეჯერი ხარ : )) მაგრამ ნებისყოფა გინდა, რომ მენეჯერის შეხსენების გარეშე მიყვე გეგმას.. როდესაც თავი გტკივა ან როდესაც სულ არ გინდა მუშაობა, მაშინ გეგმა მეორე პლანზე გადადის. სახვალიოდ შეგიძლია გადადო და რატომაც არ უნდა გადადო ? : ))))
ის რომ განსაზღვრული საათები არ გაქვს მუშაობისთვის ერთ დიდ პრობლემას აჩენს. შენ სულ მუშაობ.. შეიძლება შესვენებებს აკეთებ, მაგრამ მთელი ცხოვრება მუშაობ. დილით იღვიძებ და კისერზე გაწევს რაღაც დაუსრულებელი. იმიტომ გაწევს, რომ ეხლაც შეგეძლო გაკეთება მაგრამ ჯერ არ აკეთებ. როდესაც ისვენებ, ისევ კისერზე გაწევს დაუმთავრებელი.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერს ვინიშნავდი, მაინც მეგონა რომ რაღაც მავიწყდებოდა. ყოველდღიური ცხოვრება და მუშაობა ერთმანეთში იყო აზელილი. ყოველ დღე, თუნდაც არდადეგებზე, დამყვებოდა გრძნობა, რომ რაღაც დამრჩა გასაკეთებელი. არადა არ უნდა იყოს ასე.
ახლა, როდესაც სამსახურში ვარ, მაშინ ვფიქრობ სამსახურზე, მაშინ ვაკეთებ საქმეს. და როცა მოვდივარ, თავი მიცარიელდება ზედმეტი ფიქრისგან. ანუ მკაცრად არის განსაზღვრული საათები. წამოსვლისას დამშვიდებული ვარ, რომ შემიძლია არ ვიფიქრო მასზე. და ვიცხოვრო.
2. კონკურენცია
კონკურენციას წევენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 🙂
2. არასტაბილურობა
ძალიან ძნელია საქმიანობაში სტაბილურობის შეძენა ფრილანსერისთვის. შეიძლება მან ყოველთვის ვერ ნახოს სამუშაო. თითქმის ყოველი ახალი საქმისთვის ხომ ახალი დამსაქმებელი სჭირდება.
3. ხალხთან ურთიერთობა
თუ ფრილანსერი მუდმივად სახლში მუშაობს, ის დროის დიდ ნაწილსაც სახლში ატარებს. ნაკლებად აქვს ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან.
სხვა ფაქტორებს ჯერჯერობით ვერ ვიხსენებ. როცა მოვიფიქრებ, შესაბამისად ჩავამატებ.
არ ვიცი ამას როგორ ეძახიან ფოტოგრაფები ქართულად. ვიკიპედიას თუ დავუჯერებ, გადაღების ერთ-ერთი ტექნიკაა, რომლის მიხედვით კამერის ლინზის მოძრაობით ფოკუსი იცვლება და საკმაოდ უჩვეულო ფოტო მიიღება. გადაღებული ობიექტი მინიატურული ჩანს.
ფოკუსის ცვლილება უკვე გადაღებულ ფოტოზეც შეიძლება. მაგალითად Photoshop-ის ან მსგავსი რედაქტორის გამოყენებით 😀 მხოლოდ რამდენიმე მოქმედებაა საჭირო. ნაბიჯები შეგიძლიათ ამ საიტზე ნახოთ.
ფოტოს ორიგინალი, ანუ მანამ დავამახინჯებდი 😀 ამ ბმულზეა: werol
ამ ეფექტის გამოყენებით შექმნილი ბეევრი ფოტო
ფოტოს ავტორი: rHytHm123
ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიცია, რომელიც რაღაც არარეალურს მაგონებს.. :tender:
რიჩარდ კლეიდერმანის Ballade Pour Adeline.
ვიპოვე ახალი ’მყუდრო კუთხე’ და გადმოვსახლდი აქ 🙂
ბლოგი უფრო ავტორისთვის არსებობს ალბათ ვიდრე მკითხველისთვის.
თემაც არ შემირჩევია კონკრეტული. ის – რაც დროის რომელიღაც მომენტში იქნება ჩემთვის საინტერესო…
ზოგადად ალბათ ისევ პროგრამირებაზე დავა :)))))
პ.ს. არ მიყვარს ხოლმე პირველი პოსტის წერა…
DntFearThReapr-ის ფოტო |