ბლა ბლა ბლა მიზეზების გამო ბოლო ერთი თვე გზაში იყო და ახლახანს ჩამოვა ჩემთან ის რაღაცა, რაზეც 9 თვის წინ მქონდა პოსტი (Gadgets from my wishlist). მაშინაც და შეძენამდე ერთი დღით ადრეც არ ვფიქრობდი რომ მაგას ავირჩევდი.. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე რომ არც თუ ბევრი რამ მინდა.. უფრო სწორედ არაფერი მინდა ამდენი ხნის განმავლობაში (ამის გამოკლებით) და გამოვიწერე Wacom Cintiq 12wx.
ნუ, თუ არ ცდის ადამიანი, ბევრიც რომ ვილაპარაკო ძნელი აღსაქმელი იქნება – ძალიან მოსახერხებელია. წარმოიდგინეთ, რომ ფურცელზე გაქვთ ფოტოშოპის შესაძლებლობები (ძირითადად ამასთან მაქვს შეხება, თორემ სამ განზომილებიან ობიექტებზე მუშაობისასაც ხშირად გამოიყენება).
ფანქარს 1024 დაჭერის (pressure) დონე აქვს და ამის გამო ძალიან გავს ნამდვილს. ერთადერთი ხმა არ აქვს 😀 ხატვის დროს.. არც დაყოვნების დროს შეამჩნევთ. ეკრანზეც ზუსტად იმ დროს დადის კურსორი, რა დროსაც ფიზიკურად ფანქარი.
ზედ არსებული shortcut ღილაკები ყველანაირად ხელს უწყობენ მომხმარებელს, რომ კომპიუტერის კლავიატურაზე არ მოუწიოთ ხელის გადაყოფა 😀
პლანშეტის ეკრანი ცალკე მონიტორად უერთდება კომპიუტერს და უფრო დიდი სივრცეა ^^
ჯერჯერობით ნაკლი, რაც თვალში მხვდება, ბევრი კაბელები და ბლოკებია. ერთგან თუ ააწყობ, იმის მიგრაციას ერთი საათი უნდა 😀 საერთო ჯამში კი იმაზე კმაყოფილი ვარ, ვიდრე შეიძლება 🙂
ეხლა მთავარია მოვიფიქრო, ლეკვას როგორ ვაჩვენო. თუ არა და მთის და მუჰამედის პრინციპით ვიმოქმედებ 😀
p.s. სურათს ხვალ დღის სინათლეზე გადავუღებ 🙂