Freelancer

Update: ახლა ვნახე ნაცნობ ბლოგზე პოსტები ფრილანსერებზე. უფრო დაწვრილებით ამ თემაზე შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე http://www.rachvela.com/search/label/ფრილანსინგი 

ამ სიტყვას ქართული განმარტება ვერ მივუსადაგე. ვიკიპედიის მიხედვით ეს არის ადამიანი, რომელიც პროფესიულ მოღვაწეობას ეწევა, მაგრამ ამასთან გრძელვადიან ვალდებულებას არ იღებს დამსაქმებლისგან. მოკლედ რომ ვთქვათ, ის შტატში არ არის. უბრალოდ სხვადასხვა კომპანიისგან ან კერძო პირისგან იღებს მოკლე ვადიან დავალებებს.

ფრილანსერს ისეთი მიმზიდველი პირობები აქვს, რომ გადაწყვეტილი მქონდა მეც ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი. რაღაც პერიოდის შემდეგ კი მკვეთრად უარყოფითად შემეცვალა წარმოდგენა. ამ პოსტში მინდა მისი პლიუსები და მინუსები შევაჯამო (რა თქმა უნდა, ჩემი აზრით პლიუსები და მინუსები 🙂 )

დადებითი მხრიდან დავიწყებ 🙂

1. თავისუფლება დროსა და ადგილში.

ეს ალბათ ყველაზე პრიორიტეტული თვისებაა. თავისუფლება დროსა და ადგილში. შეიძლება დილით იმუშაო, შეიძლება საღამოს. შეიძლება დასვენების დღეები მოიწყო ნებისმიერ დროს. მთავარია ბოლოს დროულად ჩააბარო დავალება. შეიძლება სახლში იყო მოკალათებული მაგიდასთან, შეიძლება მწვანე პარკში..  შეიძლება ”პიჟამოებში” დივანზე :)))) . არ გაკონტროლებენ. შენ უკეთ იცი, დღის რა პერიოდშია ნაყოფიერი შენი მუშაობა. უკეთ იცი, როგორ ხასიათზე ყოფნისას ასრულებ ათჯერ მეტს.. თუ ბავშვები გყავს, მუშაობის ეს ფორმა ყველაზე მეტად მოსახერხებელია. რაც მთავარია თავისუფალი ხარ.

 

2. არჩევანის თავისუფლება

ფრილანსერი თავად წყვეტს რა ტიპის სამუშაო აიღოს. თავად ირჩევს მიმართულებას და ცვლის ნებისმიერ დროს. თავად იღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს თუ არა მუშაობა ამა თუ იმ პროექტზე.

 

3. კოლექტივი

არ აქვს მნიშვნელობა როგორ შეეწყობი შენს მორიგ კოლექტივს. უფრო სწორედ, კოლექტივთან შეიძლება საერთოდ არ მოგიწიოს ურთიერთობა. თუ არ მოგეწონება თანამშრომლობა კომპანიასთან, ეს მხოლოდ დროებითია. ცოტა ხანში შენ მასთან არანაირი ვალდებულება არ გექნება.

 

 

უარყოფითი მხარე:

1. დროის კონტროლი

მიუხედავად იმისა, რომ ფრილანსერობაში ყველაზე მეტად თავისუფლება მომწონს, საბოლოო ჯამში ის ყველაზე დიდ ნაკლოვან თვისებას იწვევს ჩემთვის. ეს დროის კონტროლია. იმისათვის, რომ დროულად შეასრულო დავალება, ჯერ უნდა დაგეგმო.. დროები გაწერო.. საჭირო რესურსები გათვალო.. კარგია, როცა შენი თავის მენეჯერი ხარ : )) მაგრამ ნებისყოფა გინდა, რომ მენეჯერის შეხსენების გარეშე მიყვე გეგმას.. როდესაც თავი გტკივა ან როდესაც სულ არ გინდა მუშაობა, მაშინ გეგმა მეორე პლანზე გადადის. სახვალიოდ შეგიძლია გადადო და რატომაც არ უნდა გადადო ? : )))) 

ის რომ განსაზღვრული საათები არ გაქვს მუშაობისთვის ერთ დიდ პრობლემას აჩენს. შენ სულ მუშაობ.. შეიძლება შესვენებებს აკეთებ, მაგრამ მთელი ცხოვრება მუშაობ. დილით იღვიძებ და კისერზე გაწევს რაღაც დაუსრულებელი. იმიტომ გაწევს, რომ ეხლაც შეგეძლო გაკეთება მაგრამ ჯერ არ აკეთებ. როდესაც ისვენებ, ისევ კისერზე გაწევს დაუმთავრებელი. 

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველაფერს ვინიშნავდი, მაინც მეგონა რომ რაღაც მავიწყდებოდა. ყოველდღიური ცხოვრება და მუშაობა ერთმანეთში იყო აზელილი. ყოველ დღე, თუნდაც არდადეგებზე, დამყვებოდა გრძნობა, რომ რაღაც დამრჩა გასაკეთებელი. არადა არ უნდა იყოს ასე. 

ახლა, როდესაც სამსახურში ვარ, მაშინ ვფიქრობ სამსახურზე, მაშინ ვაკეთებ საქმეს. და როცა მოვდივარ, თავი მიცარიელდება ზედმეტი ფიქრისგან. ანუ მკაცრად არის განსაზღვრული საათები. წამოსვლისას დამშვიდებული ვარ, რომ შემიძლია არ ვიფიქრო მასზე. და ვიცხოვრო.

 

2. კონკურენცია

კონკურენციას წევენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 🙂

 

2. არასტაბილურობა

ძალიან ძნელია საქმიანობაში სტაბილურობის შეძენა ფრილანსერისთვის. შეიძლება მან ყოველთვის ვერ ნახოს სამუშაო. თითქმის ყოველი ახალი საქმისთვის ხომ ახალი დამსაქმებელი სჭირდება.

 

3. ხალხთან ურთიერთობა

თუ ფრილანსერი მუდმივად სახლში მუშაობს, ის დროის დიდ ნაწილსაც სახლში ატარებს. ნაკლებად აქვს ურთიერთობა სხვადასხვა ადამიანებთან.

სხვა ფაქტორებს ჯერჯერობით ვერ ვიხსენებ. როცა მოვიფიქრებ, შესაბამისად ჩავამატებ.

გამოხმაურება

comments

5 thoughts on “Freelancer

  • 02 თებერვალი, 2009 at 21:51
    Permalink

    საინტერესო წასაკითხი იყო შენი აზრი, მაგრამ ერთ რამეში ვერ დაგეთანხმები კერძოდ კონკურენციაზე რაც გიწერია :). რაც უფრო დიდია კონკურენცია თუ freelancer-ს მართლა უყვარს მისი საქმე და აინტერესებს მით უფრო დიდი პროფესიონალი გაიზრდება მისგან IMHO 😉

    Reply
  • 04 თებერვალი, 2009 at 01:14
    Permalink

    კონკურენციას რაც შეეხება ინდოელები და ჩინელები ტვინს რომ არ ბურღავდენ კაი იქნებოდა. არ აწყენდათ მაგათ ერთი-ორი ატომური ბომბი 😀 😀

    Reply
  • 04 თებერვალი, 2009 at 13:12
    Permalink

    @ლეკვა

    ხომ. მართალი ხარ.
    ეს პუნქტი ალბათ ორივე მხარეს შეესაბამება. ერთის მხრივ სამსახურის სტაბილურობას უშლის ხელს. მეორეს მხრივ კიდევ ჯანსაღი კონკურენცია უძლიერესი თუ არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტიმულია. ამაში მეც გეთანხმები.

    Reply
  • 05 თებერვალი, 2009 at 18:27
    Permalink

    კონკურენციას მხოლოდ ჭეშმარიტი ჯავა სამურაები გაუძლებს 😀 :girl_haha:

    Reply
  • 18 აპრილი, 2010 at 22:51
    Permalink

    ჩემთვის ძალიან აქტუალური, მტკივნებული და გადაუჭრელი საკითხია 🙁
    კონკურენციასთან დაკავშირებით ლეკვას აზრს ვიზიარებ, უარყოფითი მხარეების მესამე პუნქტზეც განსხვავებული აზრი მაქვს, ხოლო დანარჩენში კი რაც გიწერია აბსოლუტურად გეთანხმები!!!
    მიუხედავად იმისა, რომ სულ თავისუფალი სამუშაო გრაფიკის ქებაში ვარ, გამოცდილებამ რეალურად ბევრჯერ მიჩვენა რომ უარესია 🙁
    არათავისუფალი გრაფიკის მქონე სამსახურში თუ 8 ან 9საათი მუშაობ დღეში, freelancer-ად დღეში 24 საათი და კვირაში 7 დღე მუშაობ, გამუდმებით საქმეზე ფიქრობ და სხვა საქმის კეთებისას, გამუდმებით გაწუხებს სინდისი, რომ დროს აცდენ, საშინელებაა! 🙁
    მაგრამ უარესი ვარიანტიც არსებობს ცხოვრებაში:
    ორივენაირი სამსახური ერთად! :ღმერთოუროჩამცხე:

    Reply

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ლეკვა კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *