ალბათ გსმენიათ თბილისის GTUG-ის შესახებ – ეს არის თბილისის Google Technology User Group ქომუნითი, სადაც ჯერ ჯერობით მაინც დეველოპერები ჭარბობენ. ისინი ქმნიან და ერთმანეთს აცნობენ თავის პროდუქტებს, უყვებიან საკუთარ გამოცდილებას. ამიტომ GTUG-ის შეკრებებზე სხვადასხვა ტიპის სემინარებიც ტარდება ხოლმე. მაგალითად იყო მოხსენებები ანდროიდზე, RESTful ვებ სერვისებზე, რჩევებზე თუ როგორ შეიძლება შევქმნათ უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფა, Responsive web დიზაინზე, გუგლის App Engine-ზე, Cross-platform Mobile Development-ზე, Machine learning-ზე (გუგლის Prediction API), GWT-ზე, გუგლის რუკებზე, NoSQL მონაცემთა ბაზებზე, ალგორითმებზე…
როდესაც პირველი შეკრებები ტარდებოდა იქ ლაპარაკი იყო ანდროიდის აპლიკაციებზე. მეც დამაინტერესა და გადავწყვიტე ერთხელ მაინც მეცადა მობილურის აპლიკაციის დეველოპმენტი. საცდელად jobs.ge-ის კლიენტის წერა დავიწყე, რადგან ამ საიტს სახალხოდ ჰქონდა rss წყაროები. აპლიკაციის ნაწილი, რაც დავწერე, github-ზეა ხოლო მის შესახებ უფრო დეტალურად ამ დოკუმენტში წერია:
jobs.ge REST client application
ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ გადავწყვიტე მობილურის აპლიკაციები ჩემი საქმე არ არის 🙂 და დროც არ მაქვს მის გასაგრძელებლად. მახსოვს რამდენიმემ ინტერესი გამოხატა და თუ ვინმეს სურვილი აქვს შემიძლია გადავულოცო აპლიკაცია კოდებიანად და მან დაასრულოს. არ მოგერიდოთ და კომენტარებში დატოვეთ თქვენი აზრი 🙂 დიდი არაფერია დაწერილი – ორ კვირაში რაც გავარჩიე და დავწერე. რაც არის, დოკუმენტშია აღწერილი.
ვაუ! ძალიან საინტერესო ლინკები დადე, რაღააცას ვაკეთებ და სერვერსიდი დაახლოებით ასე მინდა გავაკეთო. მაგრა გამომადგება 🙂 შენ გაიხარე მადლობა 🙂
მიხარია თუ რამეში გამოგადგება :))
ძალიან კაია
ეს დაასრულე ელენე? :))
@Randy არა 🙂 დავანებე თავი.