jobs.ge საიტის REST კლიენტი ანდროიდზე

ალბათ გსმენიათ თბილისის GTUG-ის შესახებ – ეს არის თბილისის Google Technology User Group ქომუნითი, სადაც ჯერ ჯერობით მაინც დეველოპერები ჭარბობენ. ისინი ქმნიან და ერთმანეთს აცნობენ თავის პროდუქტებს, უყვებიან საკუთარ გამოცდილებას. ამიტომ GTUG-ის შეკრებებზე სხვადასხვა ტიპის სემინარებიც ტარდება ხოლმე. მაგალითად იყო მოხსენებები ანდროიდზე, RESTful ვებ სერვისებზე, რჩევებზე თუ როგორ შეიძლება შევქმნათ უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფა, Responsive web დიზაინზე, გუგლის App Engine-ზე, Cross-platform Mobile Development-ზე, Machine learning-ზე (გუგლის Prediction API), GWT-ზე, გუგლის რუკებზე, NoSQL მონაცემთა ბაზებზე, ალგორითმებზე…

როდესაც პირველი შეკრებები ტარდებოდა იქ ლაპარაკი იყო ანდროიდის აპლიკაციებზე. მეც დამაინტერესა და გადავწყვიტე ერთხელ მაინც მეცადა მობილურის აპლიკაციის დეველოპმენტი. საცდელად jobs.ge-ის კლიენტის წერა დავიწყე, რადგან ამ საიტს სახალხოდ ჰქონდა rss წყაროები. აპლიკაციის ნაწილი, რაც დავწერე, github-ზეა ხოლო მის შესახებ უფრო დეტალურად ამ დოკუმენტში წერია:

jobs.ge REST client application

ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ გადავწყვიტე მობილურის აპლიკაციები ჩემი საქმე არ არის 🙂 და დროც არ მაქვს მის გასაგრძელებლად. მახსოვს რამდენიმემ ინტერესი გამოხატა და თუ ვინმეს სურვილი აქვს შემიძლია გადავულოცო აპლიკაცია კოდებიანად და მან დაასრულოს. არ მოგერიდოთ და კომენტარებში დატოვეთ თქვენი აზრი 🙂 დიდი არაფერია დაწერილი – ორ კვირაში რაც გავარჩიე და დავწერე. რაც არის, დოკუმენტშია აღწერილი.

გამოხმაურება

comments

5 thoughts on “jobs.ge საიტის REST კლიენტი ანდროიდზე

  • 22 მაისი, 2012 at 20:34
    Permalink

    ვაუ! ძალიან საინტერესო ლინკები დადე, რაღააცას ვაკეთებ და სერვერსიდი დაახლოებით ასე მინდა გავაკეთო. მაგრა გამომადგება 🙂 შენ გაიხარე მადლობა 🙂

    Reply
    • 25 მაისი, 2012 at 16:37
      Permalink

      მიხარია თუ რამეში გამოგადგება :))

      Reply
  • 06 მაისი, 2014 at 21:17
    Permalink

    ეს დაასრულე ელენე? :))

    Reply

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: Irakli Kobiashvili კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *