კიდევ ერთი ლოდინი დასრულდა…
ბლა ბლა ბლა მიზეზების გამო ბოლო ერთი თვე გზაში იყო და ახლახანს ჩამოვა ჩემთან ის რაღაცა, რაზეც 9 თვის წინ მქონდა პოსტი (Gadgets from my wishlist). მაშინაც და შეძენამდე ერთი დღით ადრეც არ ვფიქრობდი რომ მაგას ავირჩევდი.. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე რომ არც თუ ბევრი რამ მინდა.. უფრო სწორედ არაფერი მინდა ამდენი ხნის განმავლობაში (ამის გამოკლებით) და გამოვიწერე Wacom Cintiq 12wx.
ნუ, თუ არ ცდის ადამიანი, ბევრიც რომ ვილაპარაკო ძნელი აღსაქმელი იქნება - ძალიან მოსახერხებელია. წარმოიდგინეთ, რომ ფურცელზე გაქვთ ფოტოშოპის შესაძლებლობები (ძირითადად ამასთან მაქვს შეხება, თორემ სამ განზომილებიან ობიექტებზე მუშაობისასაც ხშირად გამოიყენება).
ფანქარს 1024 დაჭერის (pressure) დონე აქვს და ამის გამო ძალიან გავს ნამდვილს. ერთადერთი ხმა არ აქვს
ხატვის დროს.. არც დაყოვნების დროს შეამჩნევთ. ეკრანზეც ზუსტად იმ დროს დადის კურსორი, რა დროსაც ფიზიკურად ფანქარი.
ზედ არსებული shortcut ღილაკები ყველანაირად ხელს უწყობენ მომხმარებელს, რომ კომპიუტერის კლავიატურაზე არ მოუწიოთ ხელის გადაყოფა
პლანშეტის ეკრანი ცალკე მონიტორად უერთდება კომპიუტერს და უფრო დიდი სივრცეა ^^
ჯერჯერობით ნაკლი, რაც თვალში მხვდება, ბევრი კაბელები და ბლოკებია. ერთგან თუ ააწყობ, იმის მიგრაციას ერთი საათი უნდა
საერთო ჯამში კი იმაზე კმაყოფილი ვარ, ვიდრე შეიძლება
ეხლა მთავარია მოვიფიქრო, ლეკვას როგორ ვაჩვენო. თუ არა და მთის და მუჰამედის პრინციპით ვიმოქმედებ

p.s. სურათს ხვალ დღის სინათლეზე გადავუღებ
Tags: Wacom Cintiq, პლანშეტი, ხატვა


November 6th, 2009 at 12:01 am
ეე რა მაგარია (happy),
:D
სულ მწვანე ფანქრით გაგეცვითოს
პ.ს. როდის დამაჯღაბნინებ ზედ?
November 6th, 2009 at 12:03 am
@ლეკვა
მადლობ : )
როდის და ნამცხვარი არ გიყვარს?
November 6th, 2009 at 12:10 am
@ნინძა
:D
როგორ არ მიყვარს ნამცხვარი
November 6th, 2009 at 12:13 am
@ლეკვა
ნინძებს ვერ იტანდნენ ხოლმე სამურაები
ჰოდა მაშინ ამ დღეებში გავაკეთებ ჩემ საყვარელ ნამცხვარს
November 6th, 2009 at 12:16 am
@ნინძის ვერ ამტანი სამურაი
ამ დღეებში გაციებული ვარ იმ დღეებში იყოს
November 6th, 2009 at 1:41 am
ძაააალიაან მაგარია. გილოცავ
November 6th, 2009 at 3:22 pm
@lekva @samurai
:)
ნამცხვარი რომ მეც მიყვარს, თან ძალიან
November 6th, 2009 at 3:54 pm
@Jibla
მადლობ
@რაჭველა
შემოგვიერთდი მერე
ლეკვა რომ გამოჯანმრთელდება
November 6th, 2009 at 6:17 pm
ეუფ, მეთქი რა ლოდინი, ისეთი სათაური იყო რაღაც ღრმა ცხოვრებისეული ამბავი მეგონა. წიპა ცხოვრების სიყვარულის ძიების წარმატებით დასრულება ან რამე მსგავსი
ერთი უწყინარი ნივთი აღმოჩნდა არადა, ‘სახატავი რვეული’ ტექნოკრატი სამურაისთვის
November 6th, 2009 at 7:50 pm
@/_\
მაგის ძიება არ გამაგონო საერთოდ
ისევ ამ კონტინენტზე ხარ?
btw შენ საიდან მწერ ეხლა?
November 6th, 2009 at 11:12 pm
@samurai
დიდი სიამოვნებით
November 8th, 2009 at 10:43 pm
@ samurai
აჰა, ისევ ამ ხაერს ვყლაპამ ჯერ-ჯერობით, სამაგისტროს ვწერ.
იმის პოვნა თუ გინდა სამურაის(ომის) ხელოვნება მიეცი დავიწყებას და გეიშას(ურთიერთობების) ხელოვნებას დაეწაფე. კაცს უნდა რომ ყავდეს ერთგული გეიშა
November 15th, 2009 at 1:16 pm
ეჰ, ქეც კაია ასე აწყობილი ცხოვრება…
მე ჩვეულებრივ ფანქარზეც არ ვიტყოდი უარს, არანაირად
December 13th, 2009 at 6:37 pm
vaime 999$ mieci? saidan gqonda magdeni??? :O
December 15th, 2009 at 12:14 am
@niu
899 Rirda mashin
kitxva didad ar momwons, magram - mushaoba
December 22nd, 2009 at 7:20 pm
მხატვარია რ ვარ. სოკოების და ყვავილების აგრდა არაფერის დახატვა არ გამომდის, მაგრამ ძაააალიან მინდა პლანშეტი. უბრალოდ მინდა, რა ჭირათ? რა ვიცი
:D
January 9th, 2010 at 10:12 pm
ვა ეგ მეც ვიყიდე და მალე ჩამომივა სამწუხაროდ მარტო დიზაინის ხატვა და შერჩევა შემიძლია და პროგრამული ენები არა არადა პროგრამული ენები რო ვიცოდე ჩემ ბედს ძაღლი არ დაყეფდა
მარა მაგასაც ვისწავლი ისე ვინმეს არ უნდა ვითანამშრომლოთ მე დიზაინს დავხატავ საიტისთვის და მან საიტი ააწყოს პირობას ვიძლევი არ დახვეწილი საიტები შეიქმნება
January 14th, 2010 at 5:31 pm
@Nikoloz
გილოცავ :)) მშვიდობაში..
საერთოდ დიზაინერი წესით ცალკეა ხოლმე მაგრამ ენასაც თუ ისწავლი უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება იმჰო :))
და ისე, მარტო დიზაინის ხატვა აგერ აქ შეგიძლია ცადო.. კონკურსებია ბევრი და რამე მოსაწონს აუცილებლად იპოვი
http://99designs.com/