რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების სტუდენტებმა ერთ საინტერესო წამოწყებას ჩაუყარეს საფუძველი : D
სტუდენტები ამზადებენ მათთვის სასურველ თემას და შემდეგ სხვა სტუდენტებს უტარებენ სემინარს.
მაგალითად აქამდე ჩატარდა სემინარები:
- HTML5-სა და HTML4–ს შორის განსხვავება და ახალი API–ები (ნინო ლომინეიშვილი)
- HTML5: Drag & Drop (მარიამ ხუნჯგურუა)
- HTML5 Web Storage (შოთა ბაკურაძე, არჩილ ვარშანიძე)
- Mobile Device Game Architecture (გიორგი აბელაშვილი)
- Introduction to Android development (ირაკლი მანაგაძე)
- Facebook for developers (დავით თვალჭრელიძე, გიორგი მაისურაძე)
სემინარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ხოლმე facebook-ზე.
ამ შაბათს, ანუ 22 იანვარს (როგორც ყოველთვის 17:00 საათზე ბიოლოგების კორპუსის 421-ე აუდიტორიაში) იქნება ჩემი სემინარი 😀
რომელიც ვებ აპლიკაციის უსაფრთხოებას შეეხება.
დავიწყებ სულ საბაზო სტრუქტურის მიმოხილვით, თუ როგორ არის ქსელში მოწყობილი კლიენტისა და ვებ აპლიკაციის ურთიერთობა და რატომ არის ისეთი, როგორიც არის (HTTP პროტოკოლი, HTTP request / response, სესიები).
ხოლო შემდეგ განვიხილავ რა საფრთხე შეიძლება იყოს სისტემის თითოეულ ფენაზე – ვებ სერვერის მხარეს, გზაში, კლიენტის მხარეს.
შევეხები თემებს: Injecting OS commands / SQL / scripting languages, Directory traversal, Remote file inclusion, Persistent / Non-persistent XSS attack, Cross-site tracing და საშიში HTTP მეთოდები, DDoS attack, Brute force, და კიდევ რამდენიმე, თუ არ გამომაგდეს აუდიტორიიდან 😀
ესეც ანონსი..
p.s. იმედი მაქვს ვინმე არ გადაწყვეტს დაამტკიცოს რომ აზრზე არ ვარ უსაფრთხოების და ხვალ ჩემი ბლოგი ცოცხალი დამხვდება : D ჩვეულებრივი ვორდპრესია და ბეკაპების გარდა არაფრისთვის ვიწუხებ თავს.
მშვენიერია 🙂
უეჭველი ვესწრები!! 😀
დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი ,თუმცა დროის უქონლობის გამო ალბათ ვერ შევძლებ,ჩემის აზრით ეს ნამდვილად ღირებული სემინარი იქნება 🙂
ეს ახლა ვნახე, უკვე გვიანია, მაგრამ სამომავლოდ რომ ვიცოდეთ
არა თსუ – ს სტუდენტებს ხომ შეგვიძლია დავესწროთ ხოლმე?
@svani91
კი, სხვა მსურველებსაც შეუძლიათ დასწრება
Pingback: Crimson ruby » Blog Archive » ჩემი სემინარი თსუ-ში 2: ვებ სერვისები (SOAP, REST)
რა ცუდ დროს გავიგე 🙁
@l_beka_l 🙂 არა უშავს, კიდევ ტარდება ხოლმე სემინარები. სხვადასხვა სტუდენტები კითხულობენ. ძირითადად შაბათობითაა. facebookზე იწერება ხოლმე http://www.facebook.com/home.php?sk=group_177523898929247
შემდეგს დავესწრები აუცილებლად :):)