ჩემი სემინარი თსუ-ში: ვებ აპლიკაციის უსაფრთხოება

რამდენიმე თვის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების მიმართულების სტუდენტებმა ერთ საინტერესო წამოწყებას ჩაუყარეს საფუძველი : D

სტუდენტები ამზადებენ მათთვის სასურველ თემას და შემდეგ სხვა სტუდენტებს უტარებენ სემინარს.

მაგალითად აქამდე ჩატარდა სემინარები:

  • HTML5-სა და HTML4–ს შორის განსხვავება და ახალი API–ები (ნინო ლომინეიშვილი)
  • HTML5: Drag & Drop (მარიამ ხუნჯგურუა)
  • HTML5 Web Storage (შოთა ბაკურაძე, არჩილ ვარშანიძე)
  • Mobile Device Game Architecture (გიორგი აბელაშვილი)
  • Introduction to Android development (ირაკლი მანაგაძე)
  • Facebook for developers (დავით თვალჭრელიძე, გიორგი მაისურაძე)

სემინარების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება ხოლმე facebook-ზე.

ამ შაბათს, ანუ 22 იანვარს (როგორც ყოველთვის 17:00 საათზე ბიოლოგების კორპუსის 421-ე აუდიტორიაში) იქნება ჩემი სემინარი 😀

რომელიც ვებ აპლიკაციის უსაფრთხოებას შეეხება.

დავიწყებ სულ საბაზო სტრუქტურის მიმოხილვით, თუ როგორ არის ქსელში მოწყობილი კლიენტისა და ვებ აპლიკაციის ურთიერთობა და რატომ არის ისეთი, როგორიც არის (HTTP პროტოკოლი, HTTP request / response, სესიები).

ხოლო შემდეგ განვიხილავ რა საფრთხე შეიძლება იყოს სისტემის თითოეულ ფენაზე – ვებ სერვერის მხარეს, გზაში, კლიენტის მხარეს.

შევეხები თემებს: Injecting OS commands / SQL / scripting languages, Directory traversal, Remote file inclusion, Persistent / Non-persistent XSS attack, Cross-site tracing და საშიში HTTP მეთოდები,  DDoS attack, Brute force, და კიდევ რამდენიმე, თუ არ გამომაგდეს აუდიტორიიდან 😀

ესეც ანონსი..

p.s. იმედი მაქვს ვინმე არ გადაწყვეტს დაამტკიცოს რომ აზრზე არ ვარ უსაფრთხოების და ხვალ ჩემი ბლოგი ცოცხალი დამხვდება :  D ჩვეულებრივი ვორდპრესია და ბეკაპების გარდა არაფრისთვის ვიწუხებ თავს.

გამოხმაურება

comments

8 thoughts on “ჩემი სემინარი თსუ-ში: ვებ აპლიკაციის უსაფრთხოება

  • 21 იანვარი, 2011 at 01:09
    Permalink

    მშვენიერია 🙂
    უეჭველი ვესწრები!! 😀

    Reply
  • 21 იანვარი, 2011 at 10:16
    Permalink

    დიდი სიამოვნებით დავესწრებოდი ,თუმცა დროის უქონლობის გამო ალბათ ვერ შევძლებ,ჩემის აზრით ეს ნამდვილად ღირებული სემინარი იქნება 🙂

    Reply
  • 22 იანვარი, 2011 at 20:36
    Permalink

    ეს ახლა ვნახე, უკვე გვიანია, მაგრამ სამომავლოდ რომ ვიცოდეთ
    არა თსუ – ს სტუდენტებს ხომ შეგვიძლია დავესწროთ ხოლმე?

    Reply
  • 24 იანვარი, 2011 at 09:58
    Permalink

    @svani91
    კი, სხვა მსურველებსაც შეუძლიათ დასწრება

    Reply
  • Pingback: Crimson ruby » Blog Archive » ჩემი სემინარი თსუ-ში 2: ვებ სერვისები (SOAP, REST)

  • 07 თებერვალი, 2011 at 18:53
    Permalink

    რა ცუდ დროს გავიგე 🙁

    Reply
  • 22 მარტი, 2011 at 17:03
    Permalink

    @l_beka_l 🙂 არა უშავს, კიდევ ტარდება ხოლმე სემინარები. სხვადასხვა სტუდენტები კითხულობენ. ძირითადად შაბათობითაა. facebookზე იწერება ხოლმე http://www.facebook.com/home.php?sk=group_177523898929247

    Reply
  • 02 აპრილი, 2011 at 15:06
    Permalink

    შემდეგს დავესწრები აუცილებლად :):)

    Reply

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: dato კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *